ვაჟა ბერიძე: "სვანეთი თანდათან იცლება, ხუდონჰესი უნდა აშენდეს!
დღეს, სასტუმრო "რადისონ ბლუ ივერიაში" გაიმართა კონფერენცია თემაზე:" ხუდონჰესი და საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევები". კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს თავდაცვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებმა, პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის, უსაფრთხოებისა და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოების წევრებმა. დისკუსიას ესწრებოდნენ დარგის სპეციალისტები და ეკონომისტები.
"ვიყავი ჰუდონჰესთან დაკავშირებულ შეხვედრაზე და დავრწმუნდი, რომ საქართველოს მომავალი პრობლემატური იქნება. ქართველებმა ვერ ვისწავლეთ სამი რამ: განსხვავებული აზრის მოსმენა; განსხვავებული აზრის ატანა; განსხვავებული აზრის გათვალისწინება.
რას წარმოადგენს დღეს სვანეთი, მისი ეკონომიკა, არსებობს თუ არა რეგიონული ეკონომიკა საერთოდ? სვანეთი თანდათან იცლება. მას ეკონომიკა არ აქვს, ანუ არსებობის და თავის გატანის საფუძველი.
იმის მაგივრად, რომ "ტრანსელექტრიკას"
(მშენებელ კომპანიას) სვანეთის განვითარების ფონდს სთხოვდნენ, ევაჭრებიან – სხვა პროექტით ააშენე უფრო პატარა ჰესი და ნებას მოგცემთო.
ფული რომ აქვთ და მასშტაბურ პროექტში ჩადებას აპირებენ, იმათ ეშველებათ, სხვა პროექტში ჩადებენ. ჩვენ რა გვეშველება, ჩვენ? სვანეთს და სრულიად საქართველოს.
არაფერი! აი, ეს მინდოდა მეთქვა ჩემი ფეისბუქელი მეგობრებისთვის." _ აცხადებს ექსპერტი ვაჟა ბერიძე.
შეგახსენებთ, რომ ღონისძიება გაიმართა არასამთავრობო ორგანიზაციების "საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივისა " და "სამხედრო-ანალიტიკური კვლევების ცენტრის" ორგანიზებით.
კომენტარი