სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

‘’ინფო-9’’-ის ყოფილმა თანამშრომელმა თავი ჩამოიხრჩო

სააგენტო info9.com-ის ყოფილმა ოპერატორმა თავი ჩამოიხრჩო. აღნიშნულ ინფორმაციას კახეთის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. მედიასაშუალების ცნობით, სუიციდი ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში, სოფლის ტერიტორიული ორგანოს შენობაში მოხდა.

გავრცელებული ცნობით, 33 წლის რევაზ ჭილაძემ შემთხვევის ადგილზე წერილი დატოვა, სადაც იტყობინებოდა, რომ თვითმკვლელობის გადაწყვეტილება თავად მიიღო და მას ნურავის დააბრალებდნენ.

რა გახდა თვითმკვლელობის მიზეზი, უცნობია. გარდაცვლილს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. საქმეს ყვარლის პოლიცია იძიებს.

რევაზ ჭილაძე 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ უმუშევარი დარჩა.

წყარო: http://presa.ge/new/index.php?m=society&AID=20495

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100