სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ვფიქრობ საჭიროა, სუს-მა ყველაფერი უნდა მოისმინოს" - მეუფე ნიკოლოზი სასულიერო პირების შესაძლო თვალთვალზე

"ვფიქრობ საჭიროა, იმისათვის, რომ ქვეყანაში უსაფრთხოება დაიცვან", - ასე ეხმაურება ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სასულიერო პირების შესაძლო თვალთვალთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას.

მიტროპოლიტი ამბობს, რომ დანაშაული მხოლოდ ამ დოკუმენტების გასაჯაროებაა.

"მე ვფიქრობ, რომ საჭიროა, იმისათვის, რომ ქვეყანაში უსაფრთხოება დაიცვან ზოგადად რა. ოღონდ, ერთადერთი ისაა, რომ ამის გავრცელება მგონი ძალიან დიდი დანაშაულია... მანდ ძნელია ძალიან გაყო, ხაზი გაავლო. თუ ჩვენ ვლაპარაკობთ სახელმწიფო უშიშროების სამსახურის პრინციპებზე, კონკრეტულად რა მოხდა, რას უსმენდნენ ან რას იგონებდნენ, რომ უსმენდნენ, ეგეც კაცმა არ იცის. თუ სუს-ი ისმენს ვთქვათ, ზოგადად, ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა მოისმინოს ყველაფერი", - თქვა მეუფე ნიკოლოზმა.

შეგახსენებთ, ინტერნეტ სივრცეში ფარული მიყურადების შესახებ მორიგი ინფორმაცია გავრცელდა. დოკუმენტებში, რომელსაც სავარაუდოდ, სუს-ის ყოფილი თანამშრომელი ავრცელებს, პირდაპირ არის აღწერილი კონკრეტული ადამიანების პირადი ცხოვრება. განსაკუთრებული აქცენტია გაკეთებული მაღალი იერარქიის სასულიერო პირების სექსუალური ორიენტაციისა და მათი წარსულის შესახებ.

დოკუმენტებში საუბარია პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილზე, მოსაყდრე შიოზე, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელ ანდრია ჯაღმაიძესა და პატრიარქთან დაახლოებულ სხვა პირებზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100