სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კარტოფილის ბურთულები ბალტიისპირულად

მასალა:

1,5 კილოგრამი კარტოფილი

350 გრამი ძროხის ხორცი

1 თავი ხახვი

80-100 გრამი ღორის ქონი

მარილი, პილპილი

მარგარინი ან კარაქი

ნახევარი პორცია კარტოფილი გავასუფთავოთ, გავთალოთ და უმი გავხეხოთ სახეხზე, დანარჩენი კარტოფილი მოვხარშოთ კანიანად, შემდეგ გავაცალოთ კანი და ისიც გავხეხოთ. ორივე სახის კარტოფილი კარგად გადავურიოთ ერთმანეთში, მოვაყაროთ მარილი. მოხარშული ან შემწვარი ხორცი წვრილად დავჭრათ. ხახვი მსუბუქად მოვხრაკოთ და შევურიოთ კარაქი. შიგთავსს მოვაყაროთ მარილი და პილპილი. კარტოფილის მასისაგან მოვამზადოთ 8 სმ სიგრძის ნაჭრები, რომლების შიგნითაც მოვათავსოთ ხორცის შიგთავსი. ფრთხილად ჩავაწყოთ ისინი მდუღარე მარილიან წყალში. “ბურთულებთან” ერთად სუფრაზე მივიტანოთ შემწვარი ღორის ქონის კუბიკები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100