სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნიკოლოზ ბასილაშვილის ძმამ ნეკა დოროყაშვილის ძმა პოლიციაში ჩაუშვა - რა ჩანს TikTok-ის ვიდეოში და რა განაცხადა თორნიკე დოროყაშვილმა პოლიციაში დაკითხვის შემდეგ

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის ძმა რამდენიმე საათის განმავლობაში იკითხებოდა.

საქმე თორნიკე დოროყაშვილისმიერ სოციალურ ქსელში ატვირთულ ვიდეოს ეხება, სადაც უცენზურო სიტყვები ისმის.

„დიდი ხანია ბავშვთან ურთიერთობა არ გვაქვს და რომ ვნახე, ლუკასის ოთახში პიროვნება შედიოდა და მიმართავდა უწმაწური სიტყვებით და ეს „ტიკტოკი” ეკუთვნოდა ნელი დოროყაშვილის ძმას, გადავწყვიტე, რომ შეიძლებოდა ეს ყოფილიყო ლუკასი და მივმართე პოლიციას,”- აცხადებს ნიკოლოზ ბასილაშვილის ძმა.

ნელი დოროყაშვილის ძმის თქმით კი, ვიდეოში ბავშვი არ ყოფილა.

„ბავშვი არ იყო, რადგან ბავშვს აქვს წაბლისფერი თმა. იყო პარიკი, პარიკი მქონდა გადახვეული ბალიშზე. ვფიქრობ, რომ ჩემი უფლებები დაირღვა, ეს არის ჩვეულებრივი ბულინგი, ფსიქოლოგიურად იძალადა მან ჩემზე. მე აუცილებლად ვაპირებ ეს იურიდიული გზებით მივიტანო სასამართლომდე და სასამართლო დადგება სიმართლის მხარეს,” – აცხადებს ნელი დოროყაშვილისძმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100