გამჭვირვალე ეკლესია, რომელიც, შესაძლოა, მსოფლიოს მერვე საოცრებად აღიარონ
ახალგაზრდა ბელგიელმა არქიტექტორებმა პიეტერჟან გიჟსმა და არნოტ ვან ვაერენბერგმა დაასრულეს გამჭვირვალე ეკლესიის პროექტი სიმბოლური სათაურით Reading between the Lines (~წაკითხვა სტრიქონებს შორის~). მისი კედლები უჩვეულო ნაშენია, რომლის სიმაღლე შეადგენს 10 მეტრს, დამზადებულია 100 რთული რკინის ფირფიტით, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია 2000 რკინის ბარით.
ფირფიტებს შორის არსებული ხარვეზები საშუალებას იძლევა, მნახველმა დაათვალიეროს გარედან შიდა ნაწილი, ასევე შიგნიდან გარე სივრცე.
დამთვალიერებელმა იგი შეიძლება სვადასხვაგვარად დაინახოს და აღიქვას: SesaZloa, zogs ეკლესია მოეჩვენოს როგორც მასიური შენობა, ან სულაც, ნაწილ-ნაწილ დაშლილი, ან კიდევ როგორც მირაჟი უდაბნოში.
პროექტი, რომელიც განხორციელდა ლიმბურგში (ბელგია), არის ნაწილი პროგრამისა Z-OUT და მის ავტორებს მიზნად დასახული აქვთ, არქიტექტურის ამჟანრმა განვითარება ჰპოვოს თანამედროვე ხელოვნებაში.
იგეგმება, ამ პროექტის მასშტაბური რეალიზაცია განხორციელდეს სხვადასხვა ფლამანდურ რეგიონში მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში.
კონცეპტუალური პროექტის სახელი კარგად განსაზღვრავს თანამედროვე ეკლესიის არქიტექტურას. მისი ფილოსოფიური თვალსაზრისით, ერთმანეთს ერწყმის შიდა და გარე მხარე და არ საჭიროებს დამატებით დეკორაციებს. მრევლი აქ ნათლად შეიგრძნობს განთიადს, მზის ჩასვლას და წლის ოთხივე დროს.
ხელოვნების თანამედროვე სპეციალისტები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ბოლო დროს სულ უფრო ხშირად საუბრობენ, რომ შესაძლოა, ეს ნაგებობა მსოფლიოში ახალი, მერვე საოცრების დაბადების საბაბი გახდეს...
კომენტარი