სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რა პროტესტი მოგინდათო... ხარებას დაჯგუფებამ მცემა; წამართვეს მობილური, ჩანთა და დაინაწილეს რაც მედო, ყურსასმენები, ფაურბანკი... - აქციაზე დაკავებული მოქალაქე

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებული მოქალაქე, გათავისუფლების შემდეგ მის დაკავებას დეტალურად აღწერს და წერს, რომ გდდ-ს სპეცრაზმმა უმიზეზოდ, რამდენჯერმე სცემა:

"მეგობრებო, გამოვედი და შემართებით და მხნედ ვარ. არ მეშინია, არც გაჩერებას ვაპირებ და ერთობით შევძლებთ დიდი ბოროტების დამარცხებას.
დამიჭირეს უმიზეზოდ, მხოლოდ იმის გამო რომ აქციაზე ვიდექი. ბევრჯერ გამიმეორა სპეცნაზმა აქ რატო იყავი რა პროტესტი მოგინდათო. ეს ნიღბიანი ჯგუფი - გდდ, ხარებას დაჯგუფება, არის "განსაკუთრებული დანაშაულის დაჯგუფება". უმიზეზოდ რამდენჯერმე მცემეს და მემუქრებოდნენ ათასი საშინელებით. მიმეორებდნენ აბა კიდე მოდი და დადექი აქციაზე ამის შემდეგო!
დააბრუნეს ის ძველი, საშინელი დრო: გაკავებს რამდენიმე სპეცნაზელი და რამდენიმე გირტყამს. წამართვეს ყველა პირადი ნივთი და განსაკუთრებული აქცენტი ქონდათ მობილურზე. მცემდნენ და მაიძულებდნენ მომეხსნა კოდი. არ მოვუხსენი, მაგრამ მაინც მომპარეს, მომპარეს იმიტომ ვამბობ რომ პატრული რომ მოვიდა, ვინც ოფიციალურად დამაკავა. ამ პატრულს აღარ მისცეს, არადა ხელში ეჭირა სპეცნაზელს. სპაეცნაზი კი არა მარადიორები არიან. მობილურის გარდა წამართვეს ჩანთა, გახსნეს და დაინაწილეს რაც მედო, ყურსასმენები, ფაურბანკი...
ვერ შეგვაშინებთ, არც ტრამვების მოშუშებას არ დაველოდებით გამოვალ ისეც აქციაზე და ისევ ერთად და მშვიდობიანად გავაგრძელებთ პროტესტს და დავიცავთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს!
რაც უნდა ვიცოდეთ:
ნიღბანი ტიპები არიან განსაკუთრებული დანაშაულის დაჯგუფება (გდდ)
ლაპარაკს, სიყვარულით და სიკეთით მაგათ მობრუნებას აზრი არ აქვს, თავს ვიტყუეთ. სანამ ეგ ნიღბები უკეთიათ მანამდე დარჩებიან, სადისტ, სასტიკ დამნაშავეებად.
ცდილობენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეების გამოწვევას. კორდონში რო დგას ნიღბიანი სპეცნაზი იგინებიან და ცდილობენ მშვიდობიანი დემონსტრანტების წამოკიდებას.
ეგ ნიღბიანები არიან მარადიორები და იპარავენ პირად ნივთებს.
ბევრი მწერთ და გამოხატავთ თანადგომას ჩემ მიმართ ყველას დიდი მადლობა ერთად და ერთობით გავიმარჯვებთ" წერს გიორგი პოპორაძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100