სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

29 წლის კაცმა 16 წლამდე გოგონა მოიტაცა და მეზობელ სოფელში გადამალა - რა მოხდა ყარაჯალაში?

სოფელ ყიზილაჯლოში, საიდანაც 16 წლის გოგო ცოლად მოყვანის განზრახვით 2-მა პირმა გაიტაცა, მომხდარის დეტალებზე საუბრობენ - ირკვევა, რომ 29 წლის ახალგაზრდა კაცმა არასრულწლოვანი გოგონა მეგობრის დახმარებით მოიტაცა. შემდეგ კი რამდენიმე დღის განმავლობაში მეზობელ სოფელში გადამალა.

სოფელში ამბობენ, რომ ახალგაზრდა კაცი მოზარდზე ქორწინებას, გოგონას ოჯახს დაჟინებით სთხოვდა, უარის შემდეგ კი მოტაცება გადაწყვიტა.

ადგილობრივების მონაყოლის თანახმად, გოგონა მოსალოდნელი საფრთხის გამო, სკოლაში დამოუკიდებლად თიქმის არ დადიოდა, თუმცა ბოლოს მას ჩასაფრება მოუწყვეს.

ირკვევა ისიც, რომ 2 პირის დაკავების შემდეგ მოზარდის მშობლებმა საჩივრის გამოტანა გადაწყვიტეს.

დაკავებულ პირებს კი 7-დან 10 წლამდე პატიმრიბა ემუქრებათ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100