სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ხალხი სხვამს კითხვებს, რა ხდება თბილისში, რატომ ვერ მოდის პრეზიდენტი ბრიუსელში - რიკარდ იოზვიაკი

ევროპარლამენტის მაღალი ტრიბუნა პატივია საქართველოსთვის, რომელიც გამოუყენებელი არ უნდა დარჩეს - რადიო თავისუფლების ჟურნალისტი, რიკარდ იოზვიაკი ამბობს, რომ ევროპაში მთავრობის პოზიციით გაკვირვებული არიან და სვამენ კითხვას, რატომ ვერ ჩადის ზურაბიშვილი ბრიუსელში.

ხალხი სხვამს კითხვებს იმის შესახებ თუ რა ხდება თბილისში, რატომ ვერ მოდის პრეზიდენტი ევროპის ყველაზე დიდ პოლიტიკურ შეკრებაზე მითუმეტეს ასე დროს, როცა ქართველი პოლიტიკოსები უნდა იღებდნენ მონაწილეობას მსგავს ღონისძიებებში, ეს არის ნამდვილად ძალიან ცუდი სიგნალი, როგორც წესი ევროპული პარლამენტის სცენაზე სიტყვით გამოსვლა დიდი პატივია, ბევრ პოლიტიკოსს და ევროკავშირის არაწევრ ქვეყანას ნამდვილად არ მისცემია შესაძლებლობა და არ ჰქონია პატივი ევროპარლამენტის წინ ესაუბრა, მაგრამ ამის შესაძლებლობა გამონაკლისის სახით მისცეს მაგალითად ზელენსკის, საქართველო რომელიც პატარა ქვეყანაა და რომელსაც მსგავსი შესაძლებლობა ეძლევა, როგორც წესი უნდა იყენებდეს ამას, ეს მისთვის პატივი უნდა იყოს, ეს არის შესაძლებლობა იმისა რომ აჩვენოს მსოფლიოს საქართველომ რომ ის ევროპული ქვეყანაა, უცნაური იყო გაუქმება, ეს ჰგავდა სიგნალს რომ საქართველო არ უყურებს სერიოზულად ამ საკითხს, ეს არ არის ისეთი რამ რაც წინ წაგწევს ან უკან დაგხევს, მაგრამ არის შესაძლებლობა სურათის სუფთად დასანახად"- აცხადებს ჟურნალისტი.

ირაკლი ღარიბაშვილს პრეზიდენტის ვიზიტი ჯერ არ დაუბლოკავს, თუმცა 20 დღეა ნებართვას არ გასცემს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100