2011 წლის ევროპის სიმბოლურ ნაკრებში „ბარსელონას“ ექვსი ფეხბურთელი მოხვდა
ფრანგული გამოცემა „ეკიპი“ გვთავაზობს წლის სიმბოლურ საფეხბურთო გუნდს, რომელშიც იოლად შესამჩნევია ბარსელონელ და ზოგადად ესპანელ ფეხბურთელთა სიმრავლე. სულ სიმბოლურ 11 ფეხბურთელში ექვსი ბარსელონელი და ხუთი ესპანელია. ფრანგმა სპეციალისტებმა ნახევარდაცვა მთლიანად ესპანელებით დააკომპლექტეს.
L’Equipe-ის სიმბოლური 11
მეკარე:
მანუელ ნოიერი („ბაიერნი“, გერმანია)
მცველები:
დანი ალვეში („ბარსელონა“, ბრაზილია)
ხერარდ პიკე („ბარსელონა“, ესპანეთი)
ნემანია ვიდიჩი („მანჩესტერი“, სერბეთი)
მარსელო („რეალი“, ბრაზილია)
ნახევარმცველები:
სერხიო ბუსკეტსი („ბარსელონა“, ესპანეთი)
ხავი („ბარსელონა“, ესპანეთი)
ანდრეს ინიესტა („ბარსელონა“, ესპანეთი)
დავიდ სილვა („მანჩესტერ სიტი“, ესპანეთი)
თავდამსხმელები:
კრიშტიანო რონალდო („რეალი“, პორტუგალია)
ლიონელ მესი („ბარსელონა“, არგენტინა).
კომენტარი