სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ამერიკელი ცოლ-ქმრის "Kargi Gogo" , სადაც ხინკალს, ხაჭაპურს და ლობიანს თავად ამზადებენ

აშშ-ში, ქალაქ პორტლენდში, არსებობს ასეთი საკვები დაწესებულება - კარგი გოგო, რომელიც ამერიკელ ცოლ-ქმარს, შონს და მაკინზის ეკუთვნით.

მათ გარკვეული პერიოდი საქართველოში იცხოვრეს და ისე მოიხიბლნენ აქაური კულტურით და სამზარეულოთი, რომ ამერიკაში დაბრუნებისას, გადაწყვიტეს კარგი გოგო გაეხსნათ.

კარგი გოგო პატარა ტრეილერშია გახსნილი, სადაც ხინკალს, ხაჭაპურს და ლობიანს თავად შონი და მაკინზი ამზადებენ.

ამ პატარა ვიდეოში კარგად ჩანს, როგორ ოსტატურად ახვევენ ხინკალს და ასევე ხაზგასმულია, რომ ჯორჯია ქვეყანაა და არა შტატი, რაც ხშირად ერევათ ამერიკელებს.

ფოტოები აღებულია საიტიდან - Behind the Food Carts

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100