მართვის უფლების ჩამორთმევა , მართვის უფლების შეჩერებით იცვლება
მართვის
უფლებაჩამორთმეულ მძღოლებს,
ეს უფლება
სპეციალური გამოცდის
ხელახალი გავლის
გარეშე აღუდგებათ.
ამასთან, თავად
მართვის უფლების
ჩამორთმევა , მართვის
უფლების შეჩერებით
იცვლება.
ამას
"ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსში"
დაგეგმილი
ცვლილებები
ითვალისწინებს,
რომლის ავტორი და ინიციატორი შინაგან საქმეთა სამინისტროა. კანონპროექტს, პარლამენტი პირველი მოსმენით იხილავს.
პროექტის ერთ-ერთი სიახლეა ის, რომ თუკი სადღეისოდ მძღოლს მართვის უფლების მოსაპოვებლად გამოცდის ჩაბარება ხელახლა უწევს, ეს ვალდებულება უქმდება და ავტომატურ რეჟიმში - როგორც კი შეჩერების ვადა გაივლის, მას მართვის უფლება აღუდგება.
ასევე წარმოდგენილი ცვლილებებით მცირდება მართვის უფლების შეჩერების ვადა. კერძოდ, საუბარია ისეთ შემთხვევებაზე, როცა პირი ადმინისტრაციულ საურავებს ვერ იხდის და ამის გამო მართვის უფლება ერთი ან ორი წლით აქვს ჩამორთმეული. შსს-ს ინიციტივით, მართვის უფლების შეჩერების სახდელები ნახევრდება და ორწლიანი ვადა ხდება ერთი წელი, ხოლო ერთწლიანი ვადა ექვს თვემდე ჩამოდის.
ამავე ცვლილებების გათვალისწინებით,
მკაცრდება
ზომები ნასვამ მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვის შემთხვევაში, რა დროსაც პირველივე სანქცია მართვის უფლების შეჩერება იქნება. ასევე 50 ლარით დაჯარიმდება იმ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი, რომელსაც მინები დამუქებული აქვს შსს-ს საპატრულო დეპატრამენტის თანხმობის გარეშე, იმავე დარღვევის განმეორების შემთხვევაში, ჯარიმა იზრდება 100 ლარამდე, ხოლო წლის განმავლობაში მესამე შემთხვევაში, მართვის უფლება ჩამოერთმევა 6 თვის ვადით.
მკაცრი ადმინისტრაციული
სახდელები
წესდება ალკოჰოლური სასმელებით ვაჭრობის წესების დარღვევისათვის.
პასუხისმგებლობა
მკაცრდება
საზოგადოებრივ
ადგილებში
ადამიანის
ღირსებისა
და საზოგადოების ზნეობის შეურაცხმყოფელი ქმედების შემთხვევაში, რაც თავის მხრივ, ისეთ ქცევას გულისხმობს, რომელიც ადამიანის უპატივცემულობას
გამოხატავს
და მის შეურაცხმყოფელ გარემოში ჩაგდებას განაპირობებს. ამაში კი იგულისხმება: სექსუალური ხასიათის ქცევა, საზოგადოებრივ ადგილებში სრული ან ნაწილობრივი უხამსი გაშიშვლება, ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების
დაკმაყოფილება.
"ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსის"
ახალ რედაქციაში აისახა ასევე არასრულწლოვანის
მიერ განხორციელებულ ცრუ შეტყობინებასთან
დაკავშირებით
მშობლის ადმინისტრაციული
პასუხისმგებლობის
საკითხი, რაც კოდექსის იმ მუხლში გაიწერა, რომელიც არასრულწლოვანის
აღზრდისა და სწავლების მოვალეობის შეუსრულებლობაზე
სწორედ მშობლის პასუხისმგებლობას
აყენებს.
კომენტარი