როგორ გავამხნევოთ საყვარელი მამაკაცი
ყველა ადამიანის ცხოვრებაში არის მომენტები, როდესაც მას სჭირდება მხარდაჭერა. იმისათვის, რომ მან დაძლიოს სისუსტე ხანდახან საკმარისი ისიც კი არის, რომ მისცეთ მას ყველაფრის თქმის საშუალება რასაც განიცდის და გრძნობს. თუ თქვენ გრძნობთ, რომ თქვენი მამაკაცი განიცდის სიძნელეებს, შეეცადეთ გაუგოთ მას და აგრძნობინოთ, რომ ის მარტო არ არის, რომ თქვენ ერთად გადალახავთ დაბრკოლებებს.
შეძელით, რომ აუხსნათ თქვენს საყვარელ კაცს, რომ მიუხედავათ ყველაფრისა თქვენ მისი შესაძლებლობების გჯერათ და რომ ის ყველანაირი სიტუაციიდან შეძლებს თავის დაძვრენას. თქვენი თავდაჯერებულობა გადავა მასზეც. ასეთი ტიპის საუბრების შემდეგ კაცს შეემატება ენერგია და აუცილებლად მოძებნის გზას პრობლემების გადასაჭრელად.
თუ თქვენ იცით, როგორ გადაჭრათ პრობლემა, რომლის წინაშეც დგას თქვენი კაცი, შესთავაზეთ მას ოპტიმალური გზა მისი გადაჭრის. დამიჯერეთ უკეთესი იქნებოდა, რომ არ უთხრათ პირდაპირ პრობლემის გადაწყვეტის გზა, დაეხმარეთ თვითონ მივიდეს დასკვნამდე. უკეთესია, მან იფიქროს, რომ ეს აზრი მას მოუვიდა და არა თქვენ, ჯობია იფიქროს ისიც, რომ თქვენ უბრალოდ ლაპარაკით დაეხმარეთ და არც თქვენ არ გქონდათ პრობლემის გადაჭრის იდეა. სჯობს ფიქრობდეს, რომ თავისი პრობლემები თვითონ გადაჭრა დახმარებისგარეშე, თქვენც ნუ განაწყენდებით ამაზე.
იმ შემთხვევაში თუ კაცი მერყეობს, დაზარების გარეშე უმეორეთ მას, რომ ის არის ყველაზე ჭკვიანი, რომ მისი ყველა მიღებული გადაწყვეტილება იქნება სწორი. ასეთ დროს კაცი უფრო გაბედული ხდება, შეეშვება მერყეობას და გადავა კონკრეტულ ქმედებებზე. იქნება ბევრად თავდაჯრებული.
თუ თქვენ იცით პრობლემის საფუძველი, არაფერი შეგიშლით ხელს იმაში, რომ შეახსენოთ თქვენს საყვარელ კაცს ან მოიფიქროთ ან გაიხსენოთ სიტუაციები, თუ როგორ დაძლიეს ამდაგვარი პრობლემები სხვებმაც. მიანიშნეთ, რომ თუ მათ შეძლეს და გადალახეს დაბრკოლებები ისიც შეძლებს. ასევე შეახსენეთ პრობლემების გადაჭრის გზები. მოიძიეთ ანალოგიურ სიტუაციებზე ინფორმაცია გაზეთებში, წიგნებსა და ინტერენტში.
მთელ იმ დროს, როცა თქვენი ახლო ადამიანი დეპრესიასა და ფიქრებში ატარებს, იყავით ბევრად ყურადღებიანი მის მიმართ ვიდრე მანამდე. შეეცადეთ წაიკითხოთ მისი აზრები და მიხვდეთ თუ როდის რა უნდა მას. არ დაგავიწყდეთ შემდეგი ყოფითი ნიუანსები როგორიცაა კაცს უნდა ჰქონდეს გემრიელი საჭმელი, თბილი ლოგინი და ცხოვრების სექსუალური ქალი გვერდით. ეს ყველაფერი მას დაეხამრება დროებით გადმოერთოს ამქვეყნიურ სიამოვნებებზე.
არავითარ შემთხვევაში არ ჩავარდეთ დეპრესიაში თქვენ თვითონ. თუ თქვენ არ გასცემთ თვითონ პოზიტივს, თქვენი მეორე ნახევარი უფრო ღრმად ჩაიკეტება საკუთარ თავში. მას ახლა გაორმაგებული პრობლემები ექნება, საკუთარი და თქვენი.
კომენტარი