სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თამბაქო უეცარი სიკვდილის რისკს ზრდის

მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა ჩატარებული ანალიზის ფარგლებში დაადგინა, რომ გულზე თამბაქოს მავნე ზეგავლენა დღემდე სათანადოდ არ იყო შეფასებული. აღმოჩნდა, რომ თამბაქო ზრდის არამარტო მიოკარდიუმის ინფარქტისა და ინსულტის რისკს, არამედ ასევე უეცარი სიკვდილის რისკსაც, რაც აქამდე არ იყო ცნობილი.

მიზეზები მეცნიერებისათვის გამოცანად რჩება. გული, რომელსაც შეიძლება გააჩნდეს გარკვეული პრობლემები ან გადაიტვირთოს, რაც ძალიან ხშირად ეს არც ისე მძიმე ხასიათს ატარებს, სავსებით მოულოდნელად ჩერდება და ადამიანი იღუპება. არსებობს აღნიშნული მდგომარეობის რისკის ფაქტორები, თუმცა რომელი პროცესები განაპირობებს მის განვითარებას და როგორ უნდა მოხდეს მისი პროგნოზირება, მეცნიერებისათვის გამოცანად რჩება.

ახალი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა დაადგინეს, რომ უეცარი სიკვდილის რისკი მრავალჯერადად მატულობს მწეველებს შორის. კერძოდ, მედიკოსები მივიდნენ შემდეგ დასკვნებამდე:

მწეველებში ორჯერ უფრო ხშირია უეცარი სიკვდილი, ვიდრე არამწეველებში;

ჯანმრთელი ქალები, რომლებსაც ადრე არასდროს ჰქონიათ ინფარქტი, ინსულტი ან კიბო და რომლებიც ეწევიან თამბაქოს, ორჯერ უფრო ხშირად არიან მიდრეკილი უეცარი სიკვდილის მიმართ, ვიდრე არამწეველი ჯანმრთელი ქალები;

თამბაქოს მოხმარების მცირე სტაჟის მქონე ადამიანებში უეცარი კორონარული სიკვდილის რისკი ყოველი 5 წლის შემდეგ 8%-ით იზრდება;

იმ ქალებში, რომლებმაც მიატოვეს მოწევა, უეცარი სიკვდილის რისკი მცირდება თანდათანობით, 15 წლის განმავლობაში და აღწევს თითქმის ნორმალურ მაჩვენებლებს.

არსებული სტატისტიკის თანახმად, უეცარი კორონარული სიკვდილი დღეს წარმოადგენს საკმაოდ გავრცელებულ მოვლენას. მხოლოდ აშშ-ს ტერიტორიაზე ყოველდღიურად რეგისტრირდება 300 000-400 000 შემთხვევა, რომელიც მთავრდება ლეტალური გამოსავლით. ამასთან ის ადამიანები, რომლებიც გადაარჩინეს უეცარი სიკვდილის დროს, როგორც წესი, დიდხანს არ ცოცხლობენ, ვინაიდან ამ შემთხვევაში მრავალჯერ იზრდება ინსულტის, ინფარქტის, ასევე გულის იშემიური დაავადების განვითარების რისკი. უეცარი სიკვდილის შემდეგ პირველი თვის განმავლობაში აღნიშნული სახის დარღვევების რისკი ნორმალურ მაჩვენებელს აღემატება საშუალოდ 15-ჯერ. ამის შემდეგ ეს რისკი მცირდება, თუმცა არც ისე სწრაფი ტემპებით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100