კახა კალაძე ზაჰესის მოსახლეობას შეხვდა
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე დღეს ზაჰესის დასახლებაში იმყოფებოდა, სადაც შეხვედრა გამართა მოსახლეობასთან. მერობის კანდიდატმა ამომრჩეველს სვეტიცხოვლობა მიულოცა და საარჩევნო პროგრამის პრორიტეტები გააცნო.
სიტყვით გამოსვლისას კახა კალაძემ ყურადღება გაამახვილა თბილისის ურბანულ განვითარებაზე, სატრანსპორტო საკითხების მოგვარებაზე, ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების განვითარების გზებზე, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით გადასადგმელ ნაბიჯებსა და განათლების, კულტურისა და სპორტის საკითხების წინ წამოწევის მნიშვნელობაზე.
თბილისის მერობის კანდიდატმა ხაზი გაუსვა ცენტრალური და პერიფერიული უბნების თანაბარი განვითარების აუცილებლობას.
“ჩვენი გუნდის მთავარი ამოცანაა, რომ თბილისის ყველა რაიონში მცხოვრებმა მოქალაქემ დედაქალაქი იგრძნოს საკუთარ უბანში, საკუთარ ქუჩაზე. საჭიროა მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსების მშენებლობა ყველა რაიონში, რითაც ნებისმიერი თაობის ადამიანი ისარგებლებს და ეს მუნიციპალური პროგრამები იქნება ხელმისაწვდომი”, - განაცხადა მერობის კანდიდატმა.
კახა კალაძემ ეკოლოგიურ გამოწვევებზე და მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა, რომელიც ითვალისწინებს პარკებისა და სკვერების რეაბილიტაციას, ახალი მწვანე სივრცეების შექმნას; მუნიციპალური ტრანსპორტის განახლებას და განვითარებას, ასევე, მშენებლობის სტანდარტების დახვეწას. მანვე ყურადღება გაამახვილა სოციალურ მიმართულებაზე და აღნიშნა, რომ ოცდაორივე მუნიციპალური პროგრამა გაგრძელდება და კიდევ უფრო განვითარდება.
კომენტარი