კადიროვისა და ლავროვის ახლო მეგობარი, ასევე კარგი ურთიერთობა ჰქონდა მუამარ კადაფთან - რას წარმოადგენს ქეთა თოფურიას ქმარი რუსეთის კარზე
რუსეთში მყოფი ქართველი მომღერლის ქეთა თოფურიას დიპლომატი ქმარი ლევ დენგოვი ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ახლო მეგობარია. გარდა მეგობრობისა, მას კადიროვთან საქმიანი ურთიერთობაც აქვს.
მომღერლის მეუღლე კადიროვთან გადაღებულ ფოტოს სხვადასხვა სოციალური ქსელის პლატფორმაზე ხშირად აქვეყნებს.
2008-2011 წლებში დენგოვი პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროებში რუსულ-ლიბიური ურთიერთობების განვითარებას კურირებდა.
დენგოვი რუსეთის ჯგუფს კურირებდა, რომელიც ლიბიაში სიტუაციის დარეგულირებაზე მუშაობს.
სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და რუსეთის სახელმწიფო დუმის დავალებით, ის ურთიერთობას არეგულირებდა ლიბიასთან და არის „რუსულ-ლიბიური სავაჭრო სახლის“ თავმჯდომარე.
ქეთა თოფურიას ქმარს, ლევ დენგოვს დღეს, რუსეთში მოიხსენიებენ, როგორც პოლიტიკურ მოღვაწეს, დიპლომატს და ბიზნესმენს. რუსეთ-ლიბიის სავაჭრო სახლის მმართველთა საბჭოს თავმჯდომრეა, ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის რამზან კადიროვის მრჩეველი და ინდონეზიური ენერგეტიკული კორპორაცია "მედკოენერგის" პრეზიდენტი.
ასევე, ფილიპინების სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველი დსთ-ს ქვეყნებთან ურთიერთობის მიმართულებით.
მისი ნამდვილი სახელი და გვარი პაველ გუზბანდია. 1984 წელს არის დაბადებული ბელორუსის დედაქალაქ მინსკში. ბავშვობა გაატარა ოფელ კრაისკში.
მამა მეწარმეობით იყო დაკავებული, დედა კი ხატვის მასწავლებელი გახლდათ სკოლაში.
რუსეთის ინტელექტუალური საკუთრების სახელმწიფო აკადემია დაამთავრა იურისპრუდენციის განხრით. შემდეგ გერმანიის მაინცის უნვერსიტეტში სწავლობდა.
მცირე ხანს პოპმუსიკითაც იყო დაკავებული - მუსიკალური გუნდი "არბატი" შექმნა, რომელიც გერმანიაში მცხოვრებ დიდ რუსულ დიასპორაზე იყო გათვლილი. ბენდის წინსვლას ხელი შეუწყო და მერე წარმატებით გაყიდა - ასე იშოვა პირველი სოლიდური თანხა. სწორედ ამ თანხით დაიწყო მისი ბიზნესი. სწავლა არც დაუმთავრებია, რადგან ლიბიაში გაემგზავრა და წამოიწყო საკმაოდ სერიოზული საქმეები.
ლიბიით მის დაინტერესებას ხელი შეუწყო ბელორუსიაში ლიბიის ელჩის შვილთან მეგობრობამ. სწორედ აქედან გაჩნდა მისი სერიოზული კავშირები ლიბიასთან. ისე, რომ მალე პლიტიკურ და ეკონომიკურ წრეებში ძალიან მიღებული პერსონა გახდა.
2008-2011 წელს დააარსა ლიბიურ-ბელორუსული საწარმო, რომელიც ლიბიური კორპორაციისთვის სპორტული შენობა-ნაგებობების მშენებლობითა და პროექტირებით იყო დაკავებული. 2011 წელს მონაწილეობა ლიბიაში აფრიკის საფეხბურთო ჩემპიონატის ინფრასტრუქტურის მშენებლობაში, რომელიც მოგვიანებით ე.წ. არაბული გაზაფხულის მოვლენების გამო გაუქმდა...
დენგოვი ლიბიის ლიდერ მუამარ კადაფისაც კარგად იცნობდა და სერიოზული გეგმები ჰქონდა, იმავე ჩემპიონატის ჩათვლით, თუმცა ლიბიაში ამ დროს ნამდვილი ომი გაჩაღდა... თუმცა დენგოვმა ამ ომის შემდეგაც მოახერხა მშრალად და წარმატებულად გამოსვლა, ურთიერთობები დაამყარა ლიბიის ახალ ხელისუფლებასთან და რუსეთის მთავარ წარმომადგენლადაც იქცა რუსეთისა და ახალი ლიბიის ურთიერთობებში. კონფლიქტურ სიტუაციებშიც მოხვედრილა, საკმაოდ რთულ გარემოებებში, თუმცა ამბობენ, რომ უშიშარი ადამიანია და ყველასთან ახერხებს დიპლომატიურ ურთიერთობას.
ამავე პერიოდში დაუმეგობრდა ჩეჩნეთის ლიდერ კადიროვს და დღეს მისი მრჩეველი და დიდი მეგობარიცაა. ლიბიის ამბების შემდეგ დაირქვა ახალი სახელი და გვარი - ლევ დენგოვი და ამბობს, რომ უკვე მამაც კი ლევს ეძახის.
2017 წელს უკვე რუსულ-ლიბიური სავაჭრო სახლი დააარსა, რომელიც ლიბიაში სხვადასხვა ტიპის პროდუქციის რეალიზებით იყო დაკავებული - იქნებოდა ეს სანავთობე აღჭურვილობები, მარცვლეული კულტურები, საჰაერო ხომალდები, სამედიცინო დანადგარები, სამშენებლო მასაები და სხვა.
დღესდღეობით ბიზნესს აწარმოებს არა მხოლოდ ლიბიაში, არამედ ახლო აღმოსავლეთის, ცენტრალური აფრიკის, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რიგ ქვეყნებში.
საქმეების გამო, ფაქტობრივად ძალიან იშვიათად იყო სახლშ და თვეობით ვერ ხედავდა ოჯახს. ამბობდა, რომ ვერ ათავსებდა ერთმანეთს ოჯახს და საქმეს. ამიტომ იყო, რომ 6-წლიანი ქორწინების შემდეგ ცოლს დაშორდა. თუმცა შვილებთან - ლეონიდსა და შოშანთან მშვენიერი ურთიერთობა აქვს...
მისი გარემოცვა ამბობდა, რომ მეორედ არ დაქორწინდებოდა და ზოგადად, ხანგრძლივი ურთიერთობების გაბმასაც არ აპირებდა. თუმცა, გაუთვალისწინებელი რამ მოხდა... ეს იყო მის დაბადების დღე, როცა წვეულებას გეგმავდა, ახლობლებსაც ჰკითხა აზრი და ყველა ერთად შეთანხმდა, რომ ჯგუფი A-Studio მშობლებისთვისაც მისაღები იქნებოდა და ახალგაზრდა სტუმრებისთვისაც.
კონცერტის შემდეგ კი დენგოვი ჯგუფის ვოკალისტ ქეთა თოფურიასთან მივიდა, რომ ახლოს გაეცნო...
კომენტარი