primerinfo.ge: მარგველაშვილის სიძე საავადმყოფოში კოკაინის „პერედოზიროვკით" მოხვდა
პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მეგობარი ქალის, მაკა ჩიჩუას სიძე მინდია გოგოჭური მეგობართან ერთად თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კოკაინის „პერედოზიროვკით „ მოხვდა. ამის შესახებ „პრაიმერს“რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელმა აცნობა რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.
„მინდია გოგოჭური მეგობართან ერთად, რომლის გვარიც კაჭარავაა დილით შემოიყვანეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ორივე მათგანი ნარკოტიკული თრობის ქვეშ იმყოფებოდა, გოგჭურს პულსიც კი არ ესინჯებოდა, იმდენად მძიმე მდგომარეობაში იყო. რესპუბლიკური საავადმყოფოს მორიგე ექიმმა ფაქტის შესახებ პოლიციას აცნობა, ამ წუთას ორივე მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებული.მათი ვინაობა მხოლოდ მას შემდეგ გახდა ცნობილი ,როცა საავადმყოფოში გიორგი მარგველაშვილის დაცვა და მაკა ჩიჩუა მოცვივდნენ .ამ წუთებში გოგოჭურს და კაჭარავას გადაუდებელი დახმარება უტარდებათ,დიაგნოზიც დასმულია კოკაინის გადაჭარბებული დოზით მიღება.
კაჭარავას დედა ჯანდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანია,ამიტომ ეს ფაქტი ისე ჩაიფარცხება ,რომ არც მათი მოყვანა იქნება რეგისტრირებული და პრეზიდენტ მარგველაშვილის მეგობარი ქალის სიძეზეც პოლიცია საქმეს არ აღძრავს “-განუცხადა „პრაიმერს“რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელმა.
გოგოჭურ-კაჭარავასთვის ეს პირველი სკანდალი არ არის. რუსთაველზე მოკლული ზურა ტარყაშვილის დედა ორივე მათგანს მისი შვილის მკვლელობაში ადანაშაულებს და სამართალდამცავი ორგანოებისგან ამ დრომდე ითხოვს სათანადო რეაგირებას,გოგოჭური ასევე ეჭვმიტანილია სოლოლაკში ,ბაჩო სირაძის დაჭრის საქმეშიც.
მინდია გოგოჭური ვახუშტი კოტეტიშვილის მეუღლის მზეო გოგოჭურის ძმისშვილია.
წყარო: http://primerinfo.ge/?p=12189
კომენტარი