სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"100 ბილეთი რა გახდა, რომ ჩვენთვის გამოეგზავნათ"

საქართველოს პარლამენტის წევრთა ნაწილი ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძეს გაუნაწყენდა.
კანონმდებელთა განაწყენების მიზეზი კახა კალაძის ფეხბურთიდან გაცილების მატჩია.
კერძოდ, "დინამო არენაზე" დასასწრებად კახი კალაძისგან მოსაწვევი ბიუროს წევრმა დეპუტატებმა მიიღეს, ანუ თანანმდებობის პირმა კანონმდებლებმა.

"100 ბილეთი რა გახდა, რომ ჩვენთვის გამოეგზავნათ. ეს პატივისცემის ამბავია მეტი არაფერი", - აცხადებს უმრავლესობის ნაწილი.
აღსანიშნავია, რომ საკუთარ განაწყენებაზე კანონმდებლებმა ყურადღება ერთმანეთთან პირად საუბრებშიც გაამახვილეს.
პარლამენმა პარასკევის პლენარული სხდომა დღეს უჩვეულოდ ადრე დაამთავრა, რაც კალაძის მატჩს უკავშირდება, რომელიც 20:30 საათზე დაიწყება.
ერთმანეთის წინააღმდეგ "კალაძის მეგობრების გუნდი" და "მილანი" ითამაშებენ, მანამდე კი, სტადიონზე ქართველი შემსრულებლის, "ბერას" კონცერტი გაიმართება.

ბილეთებიდან შესული თანხა მთლიანად საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100