სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

10 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

რთული დღე გაიძულებთ, რომ უფრო ენერგიული და შრომისმოყვარე გახდეთ. დღის განმავლობაში მოერიდეთ კატეგორიულობას და ინდივიდუალურ სამუშაოს, რომელიც ყურადღების კონცენტრაციას მოითხოვს. გამორიცხული არ არის, რომ ხელფასის მომატებასთან დაკავშირებულმა მცდეწლობამ შედეგი გამოიღოს.

კურო

ყველაზე ხელსაყრელი დღეა სხვადასხვა მიზეზით გაწყვეტილი მეგობრული ურთიერთობების აღდგენისთვის. არ არის გამორიცხული, რომ საყვარელი ადამიანის საქციელით იმედგაცრუებული დარჩეთ. მოერიდეთ მბრძანებლობას და სხვა ადამიანების ნაკლოვანებების კრიტიკას, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება მარტო დარჩეთ.

ტყუპები

შესაძლოა, ბიზნესწინადადება მიიღოთ, მაგრამ სანამ დათანხმდებით, გამოცდილ ადამიანებს რჩევა ჰკითხეთ - სავარაუდოდ, შედეგი მოლოდინს არ გაამართლებს. კრიზისულ ვითარებაში შეგიძლიათ მეუღლის ან საყვარელი ადამიანის დახმარების იმედი გქონდეთ. თუ სამთავრობო უწყებებში ვიზიტს გეგმავთ, ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ. დღის მეორე ნახევარში ბავშვებს მეტი ყურადღება მიაქციეთ.

კირჩხიბი

შესანიშნავი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, მაგრამ არა ბიზნესისთვის - ძალიან დაბნეული ხართ და შესაძლოა, შეცდომა დაუშვათ. ეცადეთ, არ ინერვიულოთ, რადგან იზრდება ნერვიულობის ნიადაგზე დაავადების გამწვავების რისკი. ინტელექტუალური და შემოქმედებითი საქმიანობა ახალი იდეებით შთაგაგონებთ. გაუთვალისწინებელმა შემთხვევამ შესაძლოა, გეგმების შეცვლა გაიძულოთ.

ლომი

ეს დღე მნიშვნელოვანი ცვლილებებითა და უსიამოვნო ამბით დაგამახსოვრდებათ. შესაძლებელია, ვიღაცამ ძველი ვალის დაბრუნება ან პირობის შესრულება მოგთხოვოთ. კარგი დროა ბინის რემონტისა და ავეჯის შესაძენად. სასურველია, საღამო სპორტულ დარბაზში გაატაროთ და მხნეობა დაიბრუნოთ.

ქალწული

ეს დღე უახლოეს მომავალში თქვენს ქმედებებს განსაზღვრავს. ეცადეთ, ყველა უსიამოვნება, რომელიც გელით, უემოციოდ აღიქვათ. მხოლოდ თქვენზე და თქვენს მოქმედებებზეა დამოკიდებული ჯილდოს მიიღებთ თუ საყვედურს.

სასწორი

შესანიშნავი დღეა ბავშვის ჩასახვისა და ინტიმური ურთიერთობისთვის. ბავშვი, რომელიც ამ დღეს ჩაისახება, გამორჩეულად ნიჭიერი და შრომისმოყვარე იქნება. ბევრი სასწორი საბოლოოდ იპოვის იმას, რასაც დიდი ხანია ეძებს. ხელფასის მომატებასთან დაკავშირებული მცდელობები სავარაუდოდ, შედეგიანი იქნება.

მორიელი

ეს დღე ასახავს სიყვარულში წარმატებას, სასიამოვნო პაემანს და ოჯახურ წვეულებას უკავშირდება. სამსახურში ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან ელემენტარულმა შეცდომამ შეიძლება დიდი ფინანსური ზარალი გამოიწვიოს. ნუ აჩქარდებით - არახელსაყრელი დღეა რადიკალური ცვლილებებისთვის.

მშვილდოსანი

ზედმეტი თავდაჯერებულობის შესაძლოა, ფინანსურად დაზარალდეთ. გახსოვდეთ, რომ ახლობლებთან ურთიერთობაში ტყუილი და თვალთმაქცობა მხოლოდ თქვენ დაგაზარალებთ. ახალი საქმის დაწყების მცდელობა წარუმატებელი იქნება, ამიტომ ეცადეთ, უკვე დაწყებული საქმეები დაასრულოთ. ამ დღეს დაგეგმილი შეხვედრები თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო გაუქმდება. გირჩევთ, მეტი ყურადღება მიაქციოთ ბავშვებს.

თხის რქა

ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს დღე მოვლენებით იყოს სავსე. გამორიცხული არ არის უსიამოვნო სიახლე ან გარემოებათა არახელსაყრელი განვითარება. უსიამოვნო, მაგრამ აუცილებელი საუბარი გელით. დღის პირველ ნახევარში შესაძლებელია, გეგმების შეცვლა მოგიწიოთ.

მერწყული

ხელსაყრელი დღეა თვითგანათლებისა და ზოგადი მსოფლმხედველობის განვითარებისთვის. სავარაუდოდ, ეს დღე საშუალებას მოგცემთ, პარტნიორთან შეთანხმების მიაღწიოთ. ნუ დაივიწყებთ ოჯახის უფროსი წევრების შესახებ - ახლა მათ ყველაზე მეტად თქვენი ზრუნვა და მხარდაჭერა სჭირდებათ.

თევზები

მიმდინარე საქმეების წარმატებით დასრულებისთვის მხოლოდ მტკიცე ნებისყოფა და შრომისმოყვარეობა გჭირდებათ. არ დაგავიწყდეთ, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე სიტუაციის ყურადღებით შესწავლაა საჭირო. სავარაუდოდ, საყვარელი ადამიანის ნათესავები რჩევისა და დახმარებისთვის მოგმართავენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100