ადელმა საკუთარ სახლში მეგობარი გეი წყვილი დააქორწინა
როგორც ცნობილი გახდა, მომღერალმა ადელმა თავისი მეგობარი მამაკაცები დააქორწინა. ეს ყველაფერი კი ადელის სახლში მოხდა, რომელიც ლოს-ანჟელესში მებარეობს და ცერემონიას თავად უძღვებოდა და ამისთვის სპეციალური ნებართვაც კი აიღო.
დეტალების შესახებ ახალ დაქორწინებულმა მსახიობმა ალან კარმა ისაუბრა ჟურნალისტებთან:
„ეს იანვარში მოხდა. ჩვენ ადელის სახლში ვიქორწინეთ. მან ნებართვა აიღო და შეგვაუღლა. ადელი ძალიან კეთილი და თბილი ადამიანია. მან ჩვენთვის სიმღერაც შეასრულა და ეს დღე ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი იყო. მინდა თავად ვუამბო საზოგადოებას მისი სულგრძელობის შესახებ, რადგან ამას თავად არ გააკეთებს. მთელი ცერემონია ადელმა დაგეგმა, ყველაფერზე იზრუნა, ის ძალიან მეგობრული და ერთგულია“ - ამბობს ალანი.
კომენტარი