სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„მაიკროსოფტმა“ ოფიციალური დისტრიბუტორის სტატუსი ქართულ კომპანიას პირველად მიანიჭა

კორპორაცია „მაიკროსოფტმა“ ოფიციალური დისტრიბუტორის სტატუსი ქართულ კომპანიას პირველად მიანიჭა. ამიერიდან „მაიკროსოფტის“ მიერ წარმოებული პროდუქციის დისტრიბუციას საქართველოს ბაზარზე კომპანია „დილაინი“ ოფიციალური სტატუსით განახორციელებს. „მაიკროსოფტისა“ და „დილაინის“ თანამშრომლობა საინფორმაციო ტექნოლოგიების ბაზრის განვითარებასა და მომხმარებლებისთვის მიმზიდველი პირობების შეთავაზებას ისახავს მიზნად.

„დილიანი“ უკვე ხუთი წელია, ქართულ რაც ბაზარზე დილერებს სთავაზობს IT პროდუქციას. კომპანიაში განმარტავენ, რომ მათი მიზანია ხელი შეუწყონ ქვეყანაში IT ბაზარის და IT კომპანიების განვითარებას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100