სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დააკავეს მამაკაცი, რომელიც ყოფილ ცოლს ცივი იარაღით დაემუქრა და მისი ავტომობილი დაწვა

რუსთავში მამაკაცი ოჯახის წევრის მიმართ მუქარისა და მისი ნივთის დაზიანების ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას "საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა ყოფილ ცოლს ჯერ ავტომობილი დაუზიანა, შემდეგ კი ცეცხლი წაუკიდა და დაწვა. ინციდენტანდე მამაკაცი ქალს ცივი იარაღით ემუქრებოდა და მასთან დაბრუნებას ითხოვდა.

მამაკაცი ამჟამად დაკავებულია. შსს-ის ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს 11 პრიმა 187-ე და 11 პრიმა 151-ე მუხლებით, რაც ოჯახის წევრის ნივთის დაზიანებას და მუქარას გულისხმობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100