სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ეს არის, ალბათ, უპირობო სიყვარულის მაგალითი" - რა გასწირა ცოტნე გამსახურდიას ცოლმა ქმრისთვის და რაზე საუბრობს მისი გერი

ჟურნალ „თბილისელებს“ ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სხვა ცხოვრებისეული ამბების შესახებ, ცოტნეს შვილობილი, მისი მეუღლის შვილი, მსახიობი სოფო ჯაბაური ესაუბრა.
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

ბოლო პერიოდში საკმაოდ რთული პერიოდი გამოიარეთ, ვგულისხმობ დედის მეუღლის – ცოტნე გამსახურდიაზე თავდასხმას და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას. რა შეგიძლიათ, ამასთან დაკავშირებით უთხრათ საზოგადოებას?
– დიახ, გასული წლის დეკემბრიდან მოყოლებული, მართლაც რთული პერიოდია. რთული შესაგუებელია თავად თავდასხმის არაადამიანური ფაქტი, ისევე, როგორც ძალიან სტრესულია მკურნალობის რთული და ხანგრძლივი პროცესისთვის თვალყურის დევნება. თუმცა, ოპტიმიზმის საფუძველი არსებობს და იმედია, ანა და ცოტნე მალე დაუბრუნდებიან ჩვეული ცხოვრების რიტმს. ძალიან მოულოდნელი და შოკისმომგვრელი იყო ეს ყველაფერი. თავიდან ვერც ვიჯერებდი, რომ ამ მასშტაბის თავდასხმა მოხდა. ამას არავინ ელოდა და დღემდე გაუგებარია, როგორ შეიძლება ადამიანის ასე გამეტება.

როგორი ადამიანია ცოტნე ოჯახის წევრის თვალით და როგორი ურთიერთობა ჩამოგიყალიბდათ?
– ცოტნე უკიდეგანოდ ერუდირებული და ინტელექტუალური ადამიანია, მისი მოსმენა ყოველთვის საინტერესო იყო. ის შეუპოვარი მხარდამჭერია კრიტიკულ სიტუაციებში. ძალიან მეგობრული ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. ლევანს მოსწონდა მასთან დროის გატარება, ღვინის დაყენებას ასწავლიდა, ერთად ვარჯიშობდნენ და ასე შემდეგ. იმედია, მალე ყველაფერი წინანდელ კალაპოტს დაუბრუნდება. თავიდან სიკვდილს ებრძოდა, ახლა უკვე გამოჯანმრთელებისთვის იბრძვის. ეს ხანგრძლივი პროცესია და პატარ-პატარა ნაბიჯებით მიიწევენ წინ. იქაური ექიმები ოპტიმიზმის საფუძველს ხედავენ.
რაც შეეხება დედას, მისი მდგომარეობის შესახებაც აუცილებლად მინდა, გკითხოთ, რადგან რამდენადაც ვიცი, სრულიად მარტო, სხვა ქვეყანაში უმკლავდება ამ ყველაფერს.

–დიახ, მე ვიტყოდი, რომ წარმოუდგენლად რთულია, მოულოდნელად მიატოვო ყველაფერი და გაურკვეველი ვადითა და პერსპექტივით გაემგზავრო უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფ ადამიანთან საკუთარი ინტერესების საზიანოდ. დედამ აქ სამი სამსახური, ოჯახი, მეგობრები და მშვიდი, კარგად ორგანიზებული ცხოვრება უკანმოუხედავად მიატოვა. ამდენი თვის განმავლობაში მე და ჩემს შვილს ანა არ გვინახავს. ზუსტად იცოდა, რომ მის ასეთ მხარდაჭერას ცოტნეს გამოჯანმრთელებაში არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა. ეს არის, ალბათ, უპირობო სიყვარულის, ერთგულებისა და გამბედაობის მაგალითი. დედამ გადაწყვიტა, რომ ბოლომდე მასთან ერთად იბრძოლოს. პირიქით რომ მომხდარიყო, ცოტნეც იმავეს გააკეთებდა მისთვის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100