სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აჭარის მთავრობის სახლთან ხმაური და სამართალდამცველების განსაკუთრებული მობილიზებაა

ხმაურია აჭარის მთავრობის სახლთან, სადაც სამართალდამცველების განსაკუთრებული მობილიზება შეინიშნება. ოპოზიციის ლიდერები და აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვენ, თუმცა პოლიცია მათ ამის საშუალებას არ აძლევს. ოპოზიციონერი დეპუტატი ელგუჯა ბაგრატიონი აჭარის მთავრობის სახლთან ახლოს მდებარე ერთ-ერთ კორპუსში აპირებდა შესვლას, თუმცა სამართალდამცველებმა მას ამის საშუალებაც არ მისცეს.

ცოტა ხნის წინ აქციაზე პოლიციამ ორი პირი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავა.

აქციაზე დაპირისპირება მოძრაობა "იმოქმედეს" წევრების მიერ მიტანილ ბუშტებს მოჰყვა, რომელსაც ეწერა "რიჟვაძე - ბიძინას მონა" და რომელიც პატრულის თანამშრომლებმა ჩამოხსნეს.

პოლიციისა და აქციის მონაწილეების დაპირისპირებისას ერთ-ერთი მოქალაქე შეუძლოდ გახდა და ის სასწრაფო დახმარების რიგადამ წაიყვანა.

მიმდებარე ტერიტორიაზე გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100