სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სპეცოპერაცია დიდუბეში - "კურიერის" ინფორმაციით, საქმე ეხება გამოძალვის შემთხვევას

სპეცოპერაცია დიდუბეში- სავაჭრო ცენტრ "მეგალაინის" მიმდებარედ სამართალდამცავებმა სამი პირი აიყვანეს. ადგილზე მობილიზებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმი და კრიმინალური პოლიცია. "კურიერის" ინფორმაციით, საქმე ეხება გამოძალვის შემთხვევას და დაკავებულები სწორედ ამ ბრალდებით აიყვანეს. სხვა დეტალებს უწყება ჯერჯერობით არ აკონკრეტებს.

„დაიჭირესო ვიღაც. როგორც ამბობენ ფულს სძალავდნენო. მეტი არაფერი არ ვიცი,“-ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.

თვითმხილველები დაკავებულთა სხვადასხვა რაოდენობაზე საუბრობენ. ნაწილი ამბობს, რომ სამართალდამცავებმა ორი პირი აიყვანეს. საუბარია KIA-ს მარკის ავტომანქანაზე, რომელსაც თვითმხილვლების თქმით კრიმინალური პოლიცია მისდევდა და მისი გაჩერება აგლაძის ქუჩაძე შეძლო. მათივე ინფორმაციით მანქანიდან სამართალდამცავებმა ორი პირი გადმოიყვანეს და ხელბორკილები დაადეს.

ამ დროისთვის ადგილზე სამართალდამცავები აღარ იმყოფებიან.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100