სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

20 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
კარგი დღეა საქმიანი შეხვედრებისა და დაწინაურებისთვის. დაქორწინებულებმა გააუმჯობესეთ ურთიერთობა მეუღლესთან, მარტოხლებს რომანტიკული ნაცნობობა გელით.

კურო
ზომიერი ფიზიკური დატვირთვა დასაშვებია. დაზოგეთ ნერვები და დრო. მეტად დაუთმეთ ყურადღება ახლობლების რჩევებს, ჯანმრთელობას.

ტყუპი
დღეს ცხოვრების თავიდან დაწყების სურვილი გაგიჩნდებათ. შეიძლება პროფესიონალურ და საოჯახო საქმიანობაში შეიტანოთ ცვლილებები.

კირჩხიბი
დღეს არც ძველი დავალებების შესრულება გაგიჭირდებათ და არც ახალი საქმეების დაწყება. მეტად გაუფრთხილდით პირად ნივთებს. გარშემო მყოფები ყველაფერში დაგეხმარებიან.

ლომი
მაქსიმალურად მოთოკეთ ემოციები. განსაკუთრებული დაკვირვება და თავდაჭერა მართებთ სამხედრო, სპორტსმენ და ბიზნესმენ ნიშნებს. ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას საყვარელ ადამიანთან.

ქალწული
სწრაფად და ხარისხიანად გაუმკლავდებით პრობლემებს. გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც რჩევითა და საქმით დაგეხმარებიან.

სასწორი
მოერიდეთ კონფლიქტს უფროსთან, მშობლებთან. მშვიდად შეხვდით ცვლილებებს საქმიანობსა და პირად ცხოვრებაში.

მორიელი
დღეს ვერანაირი ინფორმაცია ვერ დაგირღვევთ მყუდროებას; არ არსებობს საქმე, პრობლემა, რომელსაც თავს ვერ გაართმევთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა თქვენთვის საყვარელ ადამიანებთან.

მშვილდოსანი
ახალი საქმეების დაწყების, ცვლილებების დღეა. მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეებს. გაუფრთხილდით პირად ნივთებს, ურთიერთობებს.

თხის რქა
დღეს განქორწინებაზე, მემკვიდრეობის გაყოფაზე დაფიქრდებით. ეცადეთ, არ დაამძიმოთ სიტუაცია. ნუ იზეიმეთ სხვის წარუმატებლობას. მეტი ყურადღება გმართებთ ჯანმრთლობისადმი.

მერწყული
პირად ცხოვრებაში ცვლილებები გელით. ეცადეთ, საყვარელი ადამიანისთვის მეტად სასურველი იყო. საღამოს პაემანი დანიშნეთ.

თევზები
ზოგიერთებს ძვირად ღირებული ნივთების შეძენა მოუნდება. ზოგი კი საჩუქრებს მიიღებს. მეტი ყურადღება გმართებთ სოჯახო საქმეებისადმი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100