სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„სოციალური პარტნიორობა“ პატარების სამსახურში

საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ უკვე 4 წელია ზრუნავს 100–ზე მეტ სოციალურად დაუცველ, მზრუნველობას მოკლებულ ბავშვზე. პატარებზე, რომლებსაც ფაქტობრივად არ აქვთ ბავშვობა. ბევრი მათგანი არასოდეს ყოფილა გასართობ ცენტრში, არ გაუსინჯავთ ნაყინი! არადა მათ, ისევე როგორც ყველა პატარას, სჭირდებათ გართობა, სიხარული და მზრუნველობა!

„სოციალური პარტნიორობა“ ამ ბავშვებს ყოველთვის გვერდში უდგას. მათ მხარდასაჭერად საქველმოქმედო აქცია გაიმართა (https://fsp.ge/ge/projects/finished/134-1ivnisi/). პატარებისთვის დღესასწაულის მოსაწყობად თანხა შეგროვდა. ფონდის ანგარიშზე გულისხმიერმა ადამიანებმა 1429 ლარი ჩარიცხეს!

900 ლარი სავაჭრო ცენტრ „East Point“ –ში მდებარე გასართობ ცენტრში „ფოკუს–მოკუსი“ გადაირიცხა. ამ თანხით 30 ბავშვმა, სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებიდან 2 საათის განმავლობაში დაუვიწყარი დრო გაატარა. ატრაქციონები, კარუსელები, მულტფილმების საყვარელი გმირები, გემრიელი ნუგბარი – სხვა რა უნდათ ბავშვებს სრული ბედნიერებისთვის?!

დარჩენილი 529 ლარით ფონდის საწოლს მიჯაჭვული პატარა ბენეფიციარებისთვის მათთვის საჭირო მედიკამენტები და პროდუქტები იქნა ნაყიდი.

თუ გაქვთ საშუალება, კვლავ დაეხმაროთ პატარა ბავშვებს, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: დახმარება ბავშვებს) ან პირდაპირ ვებ-გვერდიდან https://fsp.ge/ge/donate/92/

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100