სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"სახალხო კრებას" ნაკლებად ცნობილი არასამთავრობოები შეუერთდნენ

„სახალხო კრების" ორგანიზებით დღეს დაგეგმილ საპროტესტო აქციას რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია და მოძრაობა უერთდება.

„თავისუფლების მოედანზე" დაგეგმილ საპროტესტო მიტინგს სოლიდარობას "ვეტერანთა და პატრიოტთა მოძრაობა", "აფხაზეთის წინააღმდეგობის კომიტეტი", "საქართველოს რეპრესირებულთა სამოქალაქო კავშირის საორგანიზაციო საბჭო", "საქართველოს სოციალური სამართლიანობის კავშირი", "სვან პატრიოტთა კავშირი" და მოძრაობა "გადაარჩინე სიცოცხლე" უცხადებენ.

რიგმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ნდობა ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას და ამ კონტექსტში „რვიანს" გამოუცხადეს.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს ორ დიდ ქალაქში, დედაქალაქ თბილისსა და ბათუმში, 15:00 საათზე, „სახალხო კრების" ორგანიზებით ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნით საპროტესტო გამოსვლები იწყება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100