გულისამაჩუყებელი ამბავი გოგი დოლიძის ცხოვრებიდან...
კომპოზიტორი მაცაცო სებისკვერაძე ლეგენდარულ ქართველ მომღერალ გოგი დოლიძეს ასე იხსენებს:
„ერთ-ერთი კონცერტის დაწყების წინ კულისებში გოგის ძალზედ სასიამოვნო, ინტელიგენტი შუახნის ქალბატონი მიუახლოვდა და დახმარება სთხოვა, გოგის კი მოგეხსენებათ ფული ნაკლებად, თითქმის არასდროს ჰქონდა, მაგრამ ამავდროულად განძად მთელი ქალაქი გააჩნდა... შეწუხდა, მიტრიალდა-მოტრიალდა დაიხსნა ყველაფერი რაც კი ჰქონდა, გადმოიტრიალა ჯიბეები და რაც თანხა ებადა ყველაფერი მისცა...
გოგი იყო ერთი კარგი თბილისელი ბიჭი და კაცთმოყვარე ადამიანი, ეს ამბავი ისე განიცადა სცენაზე გამოსვლის დროს როგორც კი დაიწყო სიმღერა "ქართველების ერთად ყოფნა დამილოცე ღმერთო" ატირდა. თუ დააკვირვებიხართ კადრშიც ჩანს მისი ცრემლები...“
კომენტარი