სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სასტიკი მკვლელობა დუშეთის ბაზარში - 24 წლის კაცმა 51 წლის კაცი მოკლა

სასტიკი მკვლელობა დუშეთის ბაზარში - 24 წლის კაცმა 51 წლის კაცი დანით მოკლა. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.

სისხლიან ანგარიშსწორებას წინ დაპირისპირება უძღოდა. "პირველების" ინფორმაციით, დაკავებულია ავთუკა უნდილაშვილი, რომელიც თავის მხრივ ბაზარში მას შემდეგ მივიდა, რაც ბაბუას, ვოვა ზარაპოვს ერთ-ერთ დაქირავებულ ხელოსანთან კონფლიქტი მოუვიდა.

არსებული ინფორმაციით, ამჟამად დაკავებულმა ავთუკა უნდილაშვილმა ხელოსანი სცემა, მოკლული, ბესო სინჯარაძე კი იმ დროს დაიჭრა, როცა დაპირისპირებულ კაცებს, ერთმანეთისგან აშველებდა. მას ორი ჭრილობა მუცლისა და გულის არეში აქვს მიყენებული.

დუშეთის ბაზარში გვიან ღამემდე, საგამოძიებო მოქმედებები მიდიოდა.

24 წლის კაცი დაკავებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაკავებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ორ პირზე ფიზიკურად იძალადა და მათ ცივი იარაღის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა.

დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტში მდებარე აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბრალდებულმა ა.უ.-მ ორ პირზე ფიზიკურად იძალადა, ცივი იარაღის გამოყენებით მათ დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მძიმე დაზიანებების შედეგად ბ.ს. სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო," - წერია განცხადებაში.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100