ბაღაფშის დაკრძალვაზე თურქეთის დელეგაცია იმყოფება
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ სერგეი ბაღაფშის დაკრძალვის ცერემონიალში მონაწილეობის მისაღებად სოხუმში თურქეთის დელეგაცია იმყოფება, რომელსაც პრემიერ-მინისტრის ოფიციალური წარმომადგენელი, დეპუტატი საიდ აჩბა ხელმძღვანელობს.
დელეგაცია აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერმა სერგეი შამბამ მიიღო.
აჩბამ თურქეთის უმაღლესი ხელმძღვანელების სახელით აფხაზ ხალხს და "ხელისუფლებას" თანაგრძნობა გამოუცხადა.
შეგახსენებთ, რომ სერგეი ბაღაფში 62 წლის ასაკში მოსკოვის 83-ე კლინიკაში 29 მაისს გარდაიცვალა. მას დღეს მშობლიურ ოჩამჩირის რაიონში დაკრძალავენ.
კომენტარი