„Metallica“-მ ლუ რიდთან ალბომი ჩაწერა
„Metallica“-მ და ლუ რიდმა ალბომზე მუშაობა დაასრულეს. აღნიშნული ინფორმაცია კოლექტივის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელდა.
მუსიკოსები აღნიშნავენ, რომ ახალ ალბომზე მუშაობის დასრულებას, რამდენიმე თვით ადრე ვარაუდობდნენ. მაშინ ისინი არ ამხელდნენ, რომ მათთან ერთად ლუ რიდი ითანამშრომლებდა. საუბარი მხოლოდ იმაზე მიმდინარეობდა, რომ ალბომში მხოლოდ ჯგუფის სიმღერები არ შევიდოდა.
საერთო ალბომის იდეა 2009 წელს დაიბადა, როცა „Metallica“ და ლუ რიდი ერთ-ერთ კონცერტზე ერთად გამოვიდნენ. ამასთანავე, იდეის განხორციელება რამდენიმე თვის წინ დაიწყეს და ამ მცირე დროში ათი სიმღერის ჩაწერა მოასწრეს.
ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა სახელწოდებით და როდის გამოვა ალბომი, ჯერჯერობით არ გავრცელებულა.
კომენტარი