სოციალურად დაუცველებმა ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს (video)
სოციალურად დაუცველმა პირებმა ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს.
მათი მოთხოვნა დროებითი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება, ყოფილი რკინიგზის საავადმყოფოს ტერიტორიაზე დენის გაყვანა და მისი დაკანონებაა.
სოციალურად დაუცველთა განცხადებით, შეხვედრა პრემიერ-მინისტრის ინიციატივით გაიმართა, თუმცა ჯანდაცვის სამინისტრო მათ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს, რის გამოც ისინი პირის ამოკერვასა და შიმშილობას განაგრძობენ.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მან ყველა დაპირება შეასრულა, ფართის დაკანონება კი სამინისტროს კომპეტენციაში არ შედის.
კომენტარი