ჯასტინ ბიბერმა და სელენა გომესმა იჩხუბეს
ჯასტინ ბიბერმა და სელენა გომესმა რომ ფლორიდაში რომანტიკული მოგზაურობა გადაწყვიტეს და იმოგზაურეს კიდეც, მომღერლის თაყვანისმცემლებმა კარგად იციან. მაგრამ ერთ-ერთი ამერიკული გამოცემა იუწყება, რომ სწორედ ამ მოგზაურობის დროს ჯასტინმა და სელენამ ბარში ისე იჩხუბეს, რომ მომღერალმა შეყვარებული ცრემლებამდე მიიყვანა.
ამის დასამტკიცებლად Hollyscoop-ს პაპარაცების მიერ გადაღებული ფოტო მოჰყავს, სადაც სელენა გომესი ცდილობს, ფოტოობიექტივს თვალები დაუმალოს. საკმაოდ თამამი დასკვნაა, რომ ამის მიზეზი ნამტირალევი სახე იყო, მაგრამ პაპარაცებმა სწორედ ეს დასკვნა გამოიტანეს. გამოცემას თვითმხილველის ნათქვამიც მოჰყავს, რომელიც ამტკიცებს, რომ წყვილმა ბარში დიდხანს იკამათა. ისიც დაიწერა, რომ გარეთ გამოსვლის შემდეგ ჯასტინი მანქანისკენ აჩაქრებული ნაბიჯებით გაექანა და სელენა უკან მისდევდა, თუმცა, ფოტოგრაფების გამოჩენის შემდეგ ჯასტინი სკანდალს მოერიდა და გაიღიმაო.
მოკლედ, აგერ, ფოტო, აგერ გამოცემის ინფორმაცია ჩხუბზე და გინდ დაიჯერეთ, გინდ არა...
კომენტარი