როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
24 ნოემბერს ქუთაისში +22 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები უნალექო დღეს ვარაუდობენ, ღამით +13 გრადუსია მოსალოდნელი. ოზურგეთში მზიანი დღე იქნება, დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე იქნება ფოთში, სადაც დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +24 გრადუსს მიაღწევს, უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი. +22 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება. მესტიაში უნალექო დღეა მოსალოდნელი, დღისით +15 გრადუსია, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც უნალექო დღეს ვარაუდობენ სინოპტიკოსები. ჰაერი დღისით +19 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ჭიათურაშიც გამოიდარებს. დღისით +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +1 გრადუსამდე დაიწევს. უნალექო დღეა ნავარაუდევი ბორჯომში, სადაც დღისით +17, ღამის განმავლობაში კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +15 გრადუსი და უნალექო მოსალოდნელი, ღამით -1 გრადუსი დაფიქსირდება. გორშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. +18 გრადუსი იქნება დღისით, ღამის განმავლობაში კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +17 გრადუსი იქნება, ღამით კი +2 გრადუსი. გუდაურში დღისით +6 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -2 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +7 ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ლაგოდეხში უნალექო დღე იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +16 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 6 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი. გურჯაანშიც უნალექო დღე იქნება. დღისით +16 გრადუსი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +14 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. რუსთავში +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში უნალექო დღეს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +7 გრადუსია მოსალოდნელი.
კომენტარი