ღვინის ქარხანა # 1 საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს, მასმედიისა და ბიზნესის წარმომადგნლებს უმასპინძლებს
17 ოქტომბერს, 15:30 საათზე ღვინის ქარხანა #1-ში (მის: პეტრიაშვილის
#1) ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით მიღება გაიმართება,
რომელზეც მოწვეულები არიან საქართველოში აკრედიტებული
დიპლომატები, მასმედიისა და ბიზნეს წრეების წარმომადგნლები.
ღონისძიების მიზანია სტუმრებითვის ღვინის ქარხანა #1-ის, როგორც თბილისის ერთ-ერთი
უნიკალური კულტურული ძეგლის ისტორიის გაცნობა და სამომავლო პროექტების წარდგენა. საზოგადოებას სიტყვით მიმართავენ საბჭოს გენერალური დირექტორი, ზვიად ჭუმბურიძე და ქარხანა #1-ს მარკეტინგისა და კომუნიკაციების დირექტორი, ალექსანდრე კაკულია.
პროგრამის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ქარხნის ტერიტორიის დათვალიერება
და ღვინის დეგუსტაცია.
შშეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ღვინის ქარხანა #1-ის ტერიტორიაზე (პეტრიაშვილის ქ. #1) სსაინიციატივო ჯგუფმა „თავისუფლების ქარხნის“ იდეისა და პლატფორმის პრეზენტაცია წარმოადგინა. კკერძოდ, თბილისში, ღვინის ქარხანა #1-ის ტერიტორიაზე შეიქმნება სრულიად ახალი და განსხვავებული იინოვაციური, კულტურული პლატფორმა ახალი აღმოჩენებისთვის, შემოქმედი და საინტერესო აადამიანებისთვის, თავგადასავლების მოყვარული პიროვნებებისთვის, სწავლის, დასვენებისა და გართობის მმსურველთათვის.
კომენტარი