სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მამინაცვლის მიერ მოკლულ 25 წლის თაკო გამრეკელაშვილს ხუთშაბათს დაკრძალავენ - გამოსვენება სოფელ სანიორედან 2 საათზე მოხდება

25 წლის მოკლულ 25 წლის გოგოს ხუთშაბათს დაკრძალავენ. გამოსვენება თელავის რაიონის სოფელ სანიორედან 2 საათზე მოხდება. ამის შესახებ დრონი.ჯი- გარდაცვლილის ოჯახის ახლობელმა განუცხადა.

13 აპრილს, თბილისის ცენტრში მომხდარმა საზარელმა მკვლელობამ მთელი საქართველო მოიცვა. ბარნოვის 77 ნომერში 25 წლის თაკო გამრეკელაშვილს, ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, მამინაცვალმა, 45 წლის ვეფხვია ბაქრაძემ ყელი უმოწყალოდ გამოჭრა.

ქალის მკვლელობისთვის ვეფხია ბაქრაძე შემთხვევიდან მეორე დღეს, სოფელ თელეთში დააკავეს. ასევე, დაკავებულია პირი, ვინც მკვლელობაში ბრალდებული სახლში შეიფარა. გამოძიება წარსულში ნასამართლევ ბაქრაძეს ოჯახში ძალადობის ნიადაგზე დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობაში ადანაშაულებს. მუხლი 16-დან 20-წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100