"ტალიბანის ვიდეობის" ქართული წარმოშობის კიდევ ერთი მტკიცებულება
ალექსანდრე ლომაია სოციალურ ქსელში საინტერესო სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც დრონი.ჯი უცვლელდა გთავაზობთ.
"ტალიბანის ვიდეობის"
ქართული წარმოშობის
კიდევ ერთი
მტკიცებულება.
ქვემოთ იხილეთ ერთი ამერიკელი ექსპერტის დასკვნა "ტალიბანის ვიდეობის" ავთენტურობაზე. ექსპერტის ვინაობა ჩემთვის ცნობილია, თუმცა არ მაქვს მისი გამხელის უფლება. მას ტალიბანის პროპაგანდის ანალიზის მრავალსწლინი გამოცდილებაა აქვს. "ტალიბანის ვიდეოები საქართველოს შესახებ" მან კერძო ელექტრონულ წერილში გაანალიზა, რომლის ფრაგმენტსაც გთავაზობთ - თარგმანსა და ორიგინალს.
"წლების
განავლობაში,
რაც ტალიბანის ვიდეორგოლებს ვადევნებ თვალყურს, არასოდეს მინახავს რაიმე მსგავსი. ჩემი აზრით, საქმე გვაქვს სიყალბესთან, რომელიც ქართული ვიდეორგოლების შეკოწიწებითაა მიღებული. ტალიბანის სტუდია "ლაბიკს" კარგად აღჭურვილი სტუდიები აქვთ პაკისტანში და ხელი მიუწვდება გარკვეულ გრაფიკასა და ვიდეომასალებთან.
გარდა ამისა, მათ მიერ დამზადებული ვიდეორგოლები თითქმის ყოველთვის პუშტუნურ ენაზე მზადდება, ან არაბულად, თუ მას არაბები ამზადებენ.
"ლაბიკის"
ლოგო ამ ვიდეორგოლს არ აქვს, მხოლოდ რაღაც მცირე არაბული ლოგო დასაწყისში, რომელიც ალაჰს ეძღვნება და რომელიც თითქოს ვიდეოს დამზადების შემდეგ არის დამატებული. ეს ძალიან უცნაურია, ვინაიდან ალაჰისადმი მიძღვნა ჩვეულებრივ უფრო ვრცელი უნდა იყოს და მას ყურანის კონკრეტული სურის ციტირება უნდა მოყვებოდეს. საღი აზრი მაფიქრებინებს, რომ ტალიბანი ამდენ ენერგიას არ დაახარჯავდა საქართველოს მცირერიცხოვან კონტინგენტს, რომელმაც ავღანეთი ისედაც ერთ წელიწადში უნდა დატოვოს. ჩემი აზრით, ეს არის სიყალბე, რაშიც განსაკუთრებით მარწმუნებს მოკლული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების
ამსახველი
კადრები, რომლებშიც სპეციალური ეფექტის მქონე ტყვიებს ადგილი აქვს შეცვლილი"
"... I have never in my years of following Taliban videos seen anything
remotely like this video. In my opinion it is a forgery based on the remarkable
splicing of Georgian focused footage. The Taliban Labeek people do run
sophisticated studios in Pakistan which have access to some graphics and
footage, but nothing like this. And their videos are overwhelmingly in Pashtun
or (if done by Arabs) in Arabic. The Labeek symbol is not in the video, just
some brief Arabic logo at the beginning dedicating it to Allah which is almost
added as an after thought. This is very unusual as the dedication to Allah is
usually more pronounced and their is usually a Koranic sura cited. Commonsensically
I can't imagine the Taliban devoting so much effort to the small Georgian
contingent which will be leaving in a year any way. In my opinion it is a fake based
especially on the footage of the slain Georgian troops with special effect
bullets transposed."
კომენტარი