სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ჯობია მოკვდე ვიდრე..." - ცეზარისა და მისი ექიმის ისტორია

ცეზარს მხოლოდ ერთადერთი ადამიანი და მეგობარი გააჩნდა, რომელსაც ენდობოდამისი ექიმი. უფრო მეტიც, როდესაც ავად იყო იგი წამალს მხოლოდ მისი ხელიდან მიწოდებულს იღებდა.

ერთხელ, როდესაც ცეზარი არც ისე კარგად გრძნობდა თავს მან ანონიმური წერილი მიიღო: “გეშინოდეთ ყველაზე ახლო მეგობრისა, საკუთარი ექიმის. მას თქვენი მოწამვლა სურს!."

რამდენიმე ხნის შემდეგ კი ექიმი მოვიდა და მას წამალი მიაწოდა. ცეზარმა თავის მეგობარს წერილი მიაწოდა და სანამ ის კითხულობდა, მან წამალი ბოლო წვეთამდე დალია.

ექიმს სახე გაეყინა და ცეზარს უთხრა:

–მეუფეო, როგორ შეგეძლოთ დაგელიათ ეს წამალი, იმის შემდეგ რაც ეს წერილი წაიკითხეთ?

–ჯობია მოვკვდე, ვიდრე ეჭვი შემეპაროს ჩემს მეგობარში!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100