თბილისში ოთხი ტყუპი დაიბადა
კლინიკა "ახალ სიცოცხლეში" დღეს კოთხი ტყუპი, ორი ბიჭი და ორი გოგო გაჩნდა. ტყუპები და დედა თავს კარგად გრძნობენ.
კლინიკის დირექტორის ზაზა სინაურიძის თქმით, ბავშვები საკეისრო კვეთის შედეგად გაჩნდნენ. მისივე თქმით, ოპერაციას არანაირი გართულება არ მოჰყოლია. ტყუპები ამ დროისთვის კუვეზში არიან მოთავსებულები, სადაც ისინი აუცილებელ ტემპერატურას იღებენ.
პედიატრის ლელა ჟვანიას თქმით, მიუხედავად იმისა რომ ბავშვები დღენაკლულები არიან ისინი რაიმე სახის ჩარევას არ საჭიროებენ. ახალშობილებს სუნთქვითი უკმარისობა არ აღენიშნებათ. ტყუპების დედას ნონა ვარშავიძეს ბავშვებისთვის სახელები ჯერ არ შეურჩევია. მას უკვე ჰყავს 10 წლის შვილი. ახლა კი, ნონა 5 შვილის დედაა.
კომენტარი