სავიზო შეზღუდვები და სანქციები უნდა დაუწესდეს მათ, ვინც ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას - უილსონი
რუსულ კანონზე მხარდამჭერი ყველა დეპუტატი წარმომადგენელთა პალატას კონგრესმენმა და MEGOBARI Act-ის ავტორმა ჯო უილსონმა კონგრესში ქართული დემოკრატიიისთვის ძირის გამომთხრელად მოიხსენია და თქვა, რომ თქვა, რომ მათთვის უნდა დაწესდეს სავიზო შეზღუდვები.
უილსონმა განაცხადა, რომ ის მიესალმება სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ რუსული კანონის მიღების გამო ქართული ოცნების წევრების მიმართ დაწესებულ სავიზო შეზღუდვებს, თუმცა მისი თქმით უფრო მეტი არის საჭირო საქართველოში დემოკრატიის მხარდაჭერის მიზნით, რასაც MEGOBARI Act-ი ითვალისწინებს.
სამწუხაროდ მოხდა ღირებულებებზე შეტევა მმართველი პარტიის მიერ, რომელსაც მართავს მილიარდელი ბიძინა ივანიშვილი. ქართულმა ოცნებამ დაგმო ევროატლანტიკური და დემოკრატიული არჩევანი საქართველოს მოსახლეობის, მიიღო უცხოელი აგენტების კანონი.
საქართველოს ხელისუფლება ემსგავსება პუტინს და სხვა ავტორიტარულ მმართველებს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს 20 პროცენტია ოკუპირებული პუტინის მიერ, ეს არის კოლონიური საბჭოთა ჩაგვრა და ომის კრიმინალი პუტინი. აქტიურად ხდება პუტინის პოლიტიკის გადმოღება, საქართველოს უსაფრთხოების ძალები დარტყმას ახორციელებენ მოქალაქეებზე და ქართული ოცნებაას ასევე აქვს ჩინურ კომუნისტურ პარტიასთან ურთიერთობები. ძირითადი ინფრასტრუქტურის ობიექტების გადაცემა ხდება ჩინური კომპანიებისთვის.
აშშ-მა არ უნდა მისცეს საშუალება მოხდეს შეტევა საქართველოს დემოკრატიაზე, მის ევროატლანტიკურ მომავალზე, რომ ამას პასუხი არ გაეცეს, ამიტომ, მივესალმები სახდეპის განცხადებას სავიზო აკრძალვებთან დაკავშირებით ნებისმიერ პიროვნებასთან მიმართებაში, რომელიც ძირს უთხრის საქართველოში დემოკრატიას და ჩვენი მეგობარი აქტის წარდგინებით უნდა მოხდეს სავიზო შეზღუდვები, სანქციების დაწესება იმათ მიმართ, ვინც ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას", - განაცხადა ჯო უილსონმა.
კონგრესში, ჰელსინკის კომისიის სხდომაზე, საქართველოს საკითხს ("საქართველოს დემოკრატიისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა") გუშინ განიხილეს. კომისიის სხდომას წარმომადგენელთა პალატის კონგრესმენი და MEGOBARI Act-ის ავტორი ჯო უილსონი ხელმძღვანელობდა.
კომენტარი