"კალაძემ გვითხრას, სად ერეკება ამდენ ხალხს. რო მოგეცი ხმა რატო არ მომტყდა ეს ხელი“ - გარემოვაჭრეების პროტესტი
ხმაური ვაგზლზე - გარემოვაჭრეები თბილისის მერიას უპირისპირდებიან.
პროტესტის მიზეზი კახი კალაძის გადაწყვეტილება გახდა, რომლმაც გარემოვაჭრეებს ტერიტორიის დასატოვებლად 10 დღიანი ვადა მისცა.
ასეულობით გარემოვაჭრე ამბობს, რომ შემოსავლის გარეშე დარჩენა ემუქრებათ, რადგან მათ მთავრობამ ალტერნატიულ სავაჭრო ტერიტორიაც კი არ სთავაზობს.
„რაფერი საშუალება არ გვაქვს, სად უნდა წავიდეთ, აქ არის ჩვენი ადგილი. ერთი ლუკმა პურის ფული უნდა ვიშოვოთ. არჩევნებამდე ერთი თვე დაუშვეს გარევაჭრობა, ახლა არჩევნები არ არის და ვის სჭირდება ხალხი. კალაძემ გვითხრას, სად ერეკება ამდენ ხალხს. რო მოგეცი ხმა რატო არ მომტყდა ეს ხელი“ - ამბობს გარემოვაჭრე.
გარემოვაჭრეები რამდენიმე დღეა აქციებს მართვენ და მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრას უშედეგოდ ითხოვენ.
კომენტარი