სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კოსტა კარანაძე და სოფო ბათილაშვილი შეყვარებულები არიან?

ფინალში ერთად გხედავთ კარგი იქნება პირადშიც ერთად გიხილოთ. ორივეს ბედნიერებას გისურვებთ ცალცალკე ან ერთად სულერთია კარგები ხართ

„აქ რაღაც ხდება“

“love story”-ის სუნი მცემს“

„კარგი წყვილი ხართ“

„უხდებით ერთმანეთს“ - მსგავსი კომენტარები დაიწერა პროექტ „მხოლოდ ქართულის“ მონაწილეების კოსტა კარანაძისა და სოფო ბათილაშვილის ფოტოზე, რომელიც გუშინდელ აქციაზე „ნუ მომკლავ“ არის გადაღებული. ფოტო, მართლაც ძალიან თბილია და ბევრ ეჭვს იწვევს. თან, ამას ისიც ემატება, რომ პროფილის სურათად დააყენა კოსტამ.

უკვე დიდი ხანია კულუარებში ამ ორის სასიყვარულო ურთიერთობაზე დადის ჭორები. როდესაც ერთმენთის დახასიათების ვიდეოები ჩაწერეს პროექტის მონაწილეებმა, სოფოზე საუბრის დროს ყველა ბიჭმა თავი შეიკავა და ერთ-ერთს ისიც წამოცდა, რომ სოფოზე ბევრი რომ ვილაპარაკო ვიღაც იეჭვიანებსო. ალბათ, სწორედ კოსტას გულისხმობდა ის ერთი, როდესაც ამას ამბობდა. წყვილის ამ შესაძლო ურთიერთობის შესახებ ჯერ-ჯერობით დუმს და კომენტარს არ აკეთებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100