ქუთაისში, საკუთარ სახლში მეათეკლასელი გოგო ფარდის საკიდზე ჩამომხრჩვალი იპოვეს
ქუთაისში, საკუთარ სახლში მეათეკლასელი გოგო ფარდის საკიდზე ჩამომხრჩვალი იპოვეს.
შემთხვევა ორი დღის წინ ქალაქის ერთ-ერთ ძველ უბანში, საფიჩხიაზე მოხდა. ინფორმაცია Imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მეზობლების განცხადებით, შემთხვევის დროს სახლში გარდაცვლილის ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.
მომხდართან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს
კომენტარი