სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

Moneyman.ge: გამარჯვებული სლოგანია, „ნუ გადადებ ცხოვრებას ხელფასამდე!“

სწრაფი სესხების კომპანია Moneyman-მა სლოგანების კონკურსის გამარჯვებული დაასახელა. გიორგი ბაკაშვილის სლოგანი, „ნუ გადადებ ცხოვრებას ხელფასამდე“ საუკეთესო სლოგანად დასახელდა. გამარჯვებულს გადაეცემა ფულადი ჯილდო - 150 ლარი.

სლოგანების კონკურსი Moneyman.ge-ს ფეისბუქის გვერდზე2 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. კონკურსანტების მიერ შემოთავაზებული სლოგანები სპეციალურმა ჟიურიმ განიხილა და საუკეთესო სლოგანის ავტორი გამოავლინა.

„დიდი მადლობა მანიმენს, რომ მოგვცა შანსი კონკურსში მიგვეღო მონაწილეობა, იმედია ჩემი სლოგანი საშუალებას მოგცემთ, კიდევ უფრო მეტი მომხმარებელი მოიზიდოთ და ბევრი ადამინის ფინანსური მდგომარეობის გამო გადადებული ცხოვრების წამზომი ახლიდან ჩართოთ. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ, იმედს ვიტოვებ რომ შემდგომშიც შევძლებთ თანამშრომლობას.“ - განაცხადა კონკურსის გამარჯვებულმა.

კომპანია MoneyMan.ge-ს მარეტინგის მენეჯერის ლიკა სირაძე:

ალბათ, ყველა, ვინც მარკეტინგის სფეროში მოღვაწეობს დამეთანხმება, რომ მომხმარებელთან მჭიდრო ურთიერთობა, მათი მოსაზრების ცოდნა შენს ბრენდზე, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია წარმატებული საქმიანობოსათვის. MoneyMan.ge ჯერ ძალიან ახალგაზრდაა ბაზარზე, მაგრამ უკვე ვგრძნობთ მომხმარებლბების ინტერესს, მათ დადებით ზოგ შემთხვევაში კრიტიკულ გამოხმაურებებსაც. ვცდილობთ მუდმივად გვქონდეს მათთან კონტაქტი და ვიზრუნოთ მათზე მორგებული პროდუქტი შევთავაზოთ.

სლოგანების კონკურსიც ერთ-ერთი საინტერესო აქტივობა იყო, 100-მდე მონაწილე ჩაერთო და ბევრი ძალიან საინტერესო და სახალისო იდეა მოვისმინეთ. სამწუხაროდ რადგან მხოლოდ ერთი გამარჯვებული უნდა ყოლოდა კონკურსს, მის გამოსავლენად ბევრი ფიქრი დაგვჭირდა. საბოლოოდ გადავწყვიტეთ, რომ გიორგი ბაკაშვილის სლოგანი "ნუ გადადებ ცხოვრებას ხელფასამდე" ყველაზე კარგად ეხმიანებოდა იმ იდეას, რაც გვინდა მომხმარებლამდე მივიტანოთ. MoneyMan არის გმირი, რომელიც გეხმარება შენთვის მნიშვნელოვანი საქმეები გააკეთო დღესვე არ გადადო ხელფასის მიღებამდე. გაუკეთო საჩუქრები საყვარელ ადამიანს, გამოიწერო ინტერნეტით სასურველი ნივთები ან უბრალოდ მეგობართან ერთად ნაყინი მიირთვა და კინოში წახვიდე. გვინდა მომხმარებლებს ხელი შევუწყოთ, დროში უფრო ეფექტურად მართონ პირადი ფინანსები. იმედი გვაქვს ამ მიზნის მიღწევა ახლო მომავალში შესაძლებელია და შევძლებთ მათი მეგობრის როლის წარმატებით შესრულებას.“

კომპანიის წარმომადგენლები ახლო მომავალში კიდე ბევრ საინტერესო სიახლეს გვპირდებიან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100