გაინტერესებთ, რამდენი პაციენტია შეერთებული ხელოვნური სუნთქვის აპარატზე?
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 18 008, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, აქტიური შემთხვევებიდან 5 879 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 702, აჭარაში - 942, იმერეთში - 1 179,
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 838 პირი, მათ შორის, თბილისში - 420, აჭარაში - 135, იმერეთში - 169.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 410 პირი, მათგან თბილისში - 202, აჭარაში - 118, იმერეთში - 26.
ცნობისთვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 3 768შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა96 860-მდე გაიზარდა.
გამოჯანმრთელდა 4 055 პაციენტიდა საერთო რაოდენობა 77 932-ს შეადგენს.
გარდაიცვალა 41 პაციენტი, სულ გარდაცვლილია 894 ადამიანი.
კომენტარი