ქვაყანაში შრომის ინსპექციას აღსრულების მექანიზმი არ გააჩნია - გრიგოლ გეგელია
„ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ გეგელია რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში მუშის დაზარალების ფაქტს ეხმაურება.
გეგელიას
თქმით, ქვეყანაში შრომის ინსპექციას აღსრულების ადეკვატური მექანიზმი არ
გააჩნია. შინაგან საქმეთა სამინისტროს კი მოუწოდებს, რომ ჯეროვნად
გამოიძიოს მომხდარი ინციდენტი.
„რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში მუშას
ბარძაყის არეში გავარვარებული არმატურა მოხვდა, რის შედეგადაც მან ძლიერი
დამწვრობა მიიღო. 2011 წლიდან დღემდე შრომის დროს 400-ზე მეტი დასაქმებული
დაიღუპა, 1100-ზე მეტი კი დაშავდა. ამის მიუხედავად, შრომის ინსპექციას
ჯერ კიდევ არ გააჩნია აღსრულების ადეკვატური მექანიზმები. შედეგად,
რუსთავის არაერთ საწარმოში, მუშებს დღემდე უწევთ გაუსაძლის და დაუცველ
პირობებში შრომა.
რუსთაველი მუშები, რომელთა მხრებზეც დგას არსებული
წარმოება, დღეს დოვლათს საკუთარი ჯანმრთელობის და სიცოცხლის რისკის ფასად
ქმნიან, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და საჯარო
ჯანდაცვის ნორმებს,“-განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
პარტიის ლიდერის
განცხადებით, "ლელო საქართველოსთვის", ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე
ასორმოცდაათ დღეში, გაატარებს შრომის ფუნდამენტურ რეფორმას, რომელიც
უზრუნველყოფს, ქვეყანაში შრომა ერთხელ და სამუდამოდ იყოს დაცული და
ღირსეული. ჩვენ ყურადღებით მივადევნებთ თვალს საქმის განვითარებას!
კომენტარი