სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რატომ არის რთული ბედნიერების მიღწევა ჭკვიანი ადამიანებისთვის? - ნახეთ, რა რჩევებს იძლევა ჰოროსკოპი

1. ჭკვიან ადამიანებს ძალიან მაღალი სტანდარტები აქვთ

სტანდარტების ქონა - ცუდი სულაც არ არის. ეს დაგეხმარებათ არ გადაუხვიოთ ბედნიერებისა და წარმატებისკენ მიმავალი გზიდან. თუმცა, ზედმეტად მაღალი სტანდარტები, შეიძლება დიდ პრობლემად იქცეს. ჭვკიანმა ადამიანებმა, როგორც წესი, იციან რა სურთ ცხოვრებისგან და ნაკლებით დაკმაყოფილებაზე უარს ამბობენ. ამასთან, მათი მაღალი სტანდარტები ვრცელდება ცხოვრების ყველა სფეროზე: სამსახურზე, ურთიერთობებზე, მიზნებზე. სინამდვილეში, მსგავსი მოთხოვნების დაკმაყოფილება ყოველთვის მარტივი არ არის. ამიტომ, ჭკვიან ადამიანებს ხშირად თან სდევს იმედგაცრუების გრძნობა საკუთარ მიღწევებში ან სამსახურში, რომელიც ხელს უშლით წინსვლაში. მათი აკვიატებული მოთხოვნები საკუთარი თავის მიმართ, ასევე არსებით გავლენას ახდენს გარემოცვასთან ურთიერთობაზე.


2. ჭკვიან ადამიანებს უჭირთ არესებული რეალობის მიღება, ისინი კონცენტრირებული არიან იდეალურ რეალობაზე

თუ ბედნიერების განცდა გაქვთ, ესეიგი თქვენი ტვინი სრულად იმყოფება რეალობაში. ამ დროს, ადამიანის ყურადღება მთლიანად მიმართულია იმაზე, რაც კონკრეტულ მომენტში მის გარშემო ხდება.


3. ჭკვიან ადამიანებს უჭირთ სიამოვნების მიღება მიმდინარე მოვლენებისგან, რადგან მუდმივად აზრის ძიებაში არიან

ჭკვიანი ადამიანის ცოდნა, ყოველთვის ჯაბნის ცნობიერებას. მისი გონება უძლურია საიმისოდ, რომ სიამოვნება მიიღოს მიმდინარე მომენტისგან: ის მუდმივად ანგარიშობს, გათვლებს ან ფორმულირებებს აკეთებს, აანალიზებს ან ინტერპრეტირებას ახდენს - უბრალოდ ზედმეტად შორს იყურება და სცდება რეალობას. გონება ცდილობს «დაარედაქტიროს» მიმდინარე მომენტი და მოძებნოს მისი აზრი, რადგან თავისთავად არსებული სიტუაცია მისთვის არასაკმარისია. მსგავსი დაუკმაყოფილებლობის გრძნობა გონებას უბიძგებს იმუშაოს და იფიქროს მხოლოდ იმაზე, თუ როგორ შეიძლებოდა მოცემული მომენტები ყოფილიყო უკეთესი. ამ პროცესის მიმდინარეობისას, ადამიანის გონება კიდევ უფრო იძაბება, რადგან მის მიერ გაკეთებული დასკვნები არასაკმარისია ან უბრალოდ ვერანაირ დასკვნებს ვერ აკეთებს, და რამდენადაც უკმარისობის გრძნობა კიდევ უფრო იზრდება და მძაფრდება, ადამიანი სრულად ეფლობა რუტინულ საქმეში: იწყებს კითხვას, წერას, ინტერნეტში ინფორმაციის მოძიებას ან უბრალოდ ფიქრს.


4. ბედნიერება - ეს არის აზროვნება, რომელსაც შეუძლია დამშვიდება, ხოლო ინტელექტი - ეს არის აზროვნება, რომელიც უარს აცხადებს სიმშვიდეზე

ბედნიერი აზროვნებისთვის ჭამაც კი საკმარისია. ასეთი ადამიანი არ ცდილობს აწმყოს შეცვლას; ის უბრალოდ იღებს რეალობას ისეთს, როგორიც არის და მოქმედებს გარემოებებიდან გამომდინარე. ჭკვიან ადამიანს კი პირიქით, ამის უანრი არ აქვს, ამიტომ, ის ვერასოდეს გაიგებს რითია კმაყოფილი ბედნიერი აზროვნების მქონე ადამიანი და მას ყოველთვის სიზარმაცეში დაადანაშაულებს.


5. ინტელექტუალური ადამიანების უმრავლესობა მუდმივად რაღაცაზე იციკლება

მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანები მიდრეკილნი არიან კონკრეტულ საკითხებზე ჩაციკვლისკენ, ყველაფრის გაანალიზებისა და გაშიფვრისკენ. რაიმე გადაწყვეტილების მიღებისთვის, მათთვის აუცილებელია ყველაფერი დეტალურად აწონ-დაწონონ. ამ მიდრეკილებას ისინი ხშირად დეპრესიამდე მიჰყავს. ამასთან, პასუხები, რომლებსაც ისინი იღებენ საკუთარ მტანჯველ შეკითხვებზე, შეიძლება იყოს არამარტო უსიამოვნო და იმედგაცრუების მიზეზი, არამედ მათ ცხოვრებაზე დამანგრეველი ეფექტი მქონეც კი.


6. თუ შედეგი შეთავაზებაზე ცუდი აღმოჩნდება, ჭკვიანი ადამიანები განიცდიან ღრმა იმედგაცრუებას

ქმედებები ყოველთვის არ იძლევა ერთი და იგივე დაპროგრამებული შედეგის მიღების საშუალებას: ჭკვიანი ადამიანები ზედმეტად დარწმუნებული არიან საკუთარი ინტელექტის ძალაში და მის შესაძლებლობაში, პროგნოზირება გაუკეთოს საკუთარი ქმედებების შედეგებს.


7. მუდმივი და დაუნდობელი თვითკრიტიკა

ინტელექტუალური ადამიანების უმრავლესობას საკმაოდ დაბალი თვითშეფასების მაჩვენებელი აქვს და ამის მიზეზი იმალება სწორედ საკუთარი თავის მუდმივ და მკაცრ კრიტიკაში. მათ არ შეუძლიათ მიიღონ საკუთარი ნაკლი, რადგან თვლიან, რომ ყველაზე მაღალ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდნენ. სწორედ ამის გამო, ჭკვიანი ადამიანების უმრავლესობა ხშირად სულიერად დაცემულია და დეპრესიულ მდგომარეობაშია.


8. ისინი ეძებენ უფრო ღრმა ყოფით დონეებს

ინტელექტუალი ადამიანების უმრავლესობა კარგად არჩევს ერთმანეთისგან ცუდს და კარგს, თუმცა მათ არ შეუძლიათ მიიღონ ადამიანის ნეგატიური მხარეები და ძალიან მკაცრები არიან ამ საკითხის მიმართ. მწარე რეალობის გაცნობიერება მათ ფსიქიკაზე დიდ ზეწოლას ახდენს და თრგუნავს, რადგან ჭკვიანი ადამიანების უმრავლესობა, პირველ რიგში ღრმად იხედება საკუთარ შინაგან სამყაროში. მათ არ შეუძლიათ მუდმივი გადააზრებისა და შეფასების გარეშე ცხოვრება - ეს მათი მეორე ნატურაა. მაღალინტელექტუალური ადამიანების გონება მუდმივად სვამს შეკითხვებს და არ აძლევს საშუალებას მათ, რომ მშვიდად იცხოვრონ.


9. ჭკვიანი ადამიანების რალურად გაგება სხვებს ძალიან უჭირთ

ურთიერთობა ადამიანის ცხოვრებაში უდიდესი ბედნიერებაა. ჩვეულებრივ ადამიანებს შეუძლიათ საკუთარი განცდები სხვებს გაუზიარონ, რაც ეხმარებათ მათთან გამკლავებაში. ყველაზე ჭკვიან ადამიანსაც კი, სჭირდება ვინმე გვერდით, ვისაც გაუზიარებს საკუთარ საზრუნავს, დარდს და ამით შეიმსუბუქებს ცხოვრებისეულ ტვირთს. მაგრამ ამის გაკეთება მათთვის ძალიან რთულია, რადგან უჭირთ ისეთი ადამიანის ნახვა, ვისაც მიიღებენ როგორც თანამოაზრეს და ჩათვლიან მათი დონის პიროვნებად.


10. მაღალი ინტელექტი ხშირ შემთხვევაში იწვევს ფსიქიკურ პრობლემებს

მაღალი IQ-ს მქონე ადამიანები ხშირად იტანჯებიან ფსიქიკური აშლილობის განსაკუთრებული ფორმით, რომელიც მათ აიძულებს მუდმივად დასვან შეკითხვები და გააანალიზონ ვითარება. სწორედ ამიტომ, ბედნიერების და ფსიქიკური ჯანმრთელობის მიღწევა, მათთვის საკმაოდ ძნელია. ადამიანის გონება - რთული მექანიზმია და ბოლომდე ჯერ კიდევ არ არის შესწავლილი. ზედმეტი ანალიზი და მუდმივი იზოლაციის განცდა - ეს არის სწორედ ის, რაც ხშირად თან სდევს ინტელექტუალურ ადამიანებს მთელი ცხოვრების მანძილზე.


11. ბედნიერება - ეს არის ყოველდღიური, რთული საქმიანობა

ჭკვიანმა ადამიანებმა მარტივად არ უნდა თქვან უარი სხვებთან ურთიერთობაზე, რათა სიტუაცია კიდევ უფრო არ გაირთულონ და თავი მარტოსულად ან უბედურად არ იგრძნონ. სრულიად ბუნებრივია ის, რომ ინტელექტუალური ადამიანების უმრავლესობა ფლობს უცნაურ უნარებს და შესაძლებლობებს. თუმცა, ეს არ არის იმის საბაბი, რომ ურთიერთობა შეზღუდონ ან შეწყვიტონ მათთან, ვინც არ გამოირჩევა მსგავსი მგრძნობელობით ან უნარებით.


12. ჭკვიანი ადამიანები საზოგადოებაში საკმაოდ უხერხულად იქცევიან

ჩვეულებრივი ადამიანები ხშირად სარგებლობენ იმით, რომ ინტელექტუალები საზოგადოებაში ცხოვრებისა და არსებობის უნარებს შედარებით მოკლებულნი არიან. სწორედ ამიტომ, მათ აკრიტიკებენ, შენიშვნებს აძლევენ და თავად ასეთ სიტუაციაში ყოველთვის გამარჯვებულის პოზიციაში დგანანდ.


13. ჭკვიან ადამიანებს ხშირად ეშინიათ არ დაკარგონ საკუთარი უნარები

ირონიული დამოკიდებულება, დაცინვა და სარკასტული გამოხტომები სხვების მხრიდან, ჭკვიან ადამიანებს ხშირად სასოწარკვეთაში აგდებს. საკუთარი ქცევის ანალიზი კი მხოლოდ აძლიერებს მათ დარდს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100