სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"პანიკა არ შეიძლება! არა, ისედაც არ ვარ “პანიკორი”, მაგრამ მაქვს ფრენა ერთ კვირაში, ღამე მეღვიძება ცივ ოფლში..." - ნახეთ, რას წერს ნუკი კოშკელიშვილი

"პანიკა არ შეიძლება!!!! არა, ისედაც არ ვარ “პანიკორი”, მაგრამ მაქვს ფრენა ერთ კვირაში, ღამე მეღვიძება ცივ ოფლში. თან აი ამ ვირუსის ისე არ მეშინია რამდენადაც, ამ ვირუსის არ აკიდებას რომ ცდილობ ბავშვით, ეს რა ნერვიულობაა , ხომ წარმოგინდგენიათ..!!!! ან როგორ გავაჩერო ან როგორ დავიზღვიო თავი. მოკლედ, ახლა ვწევარ, ბავშვს ვაძინებ და გინდა არ გინდა ვფიქრობ, ზოგჯერ თავი ფილმში მგონია, აი ძალიან მსუბუქათ რომ იწყება და მერე სამყაროს დასასრული რომ მოდის. არა არ გაშინებთ, ყველაფერი კარგად იქნება ზუსტად ვიცი, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და დალაგდება. იცით რა მინდა, მინდა მქონდეს ბევრი ფული,რომ არ ვდარდობდე ხვალინდელ დღეზე და ბარემ მთელი ჩემი ოჯახი ერთად იყოს და მეგობრები, ისე ნერვები მეშლება ჩემი ქმარი რომ შორს არის და მე აქ ვარ... ძნელია ასე ცალ ცალკე..:( თუ გაქვთ ეგ ბედნიერება, ერთად იყოთ ქმართან, შვილთან, დედასთან, საყვარელ ხალხთან დაკოცნეთ, ჩაეხუტეთ და იცოდეთ არაფერი სანერვიულო არ არის, როდესაც ერთად ხართ. ხო ვიცი, ვიცი ვატრაკებ და ნეგატიურ სისულელეებს გახვევთ თავზე. უბრალოდ მეფიქრებოდა და გაგიზიარეთ". - ასეთ სტატუსს აქვეყნებს ნუკი კოშკელიშვილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100