სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საფრანგეთის ციხეში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს

საფრანგეთის ქალაქ ტულუზას ციხეში 31 წლის ზუგდიდელი მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ის ჩამომხრჩვალი ციხის თანამშრომლებმა ნახეს. ახლობლებს ამის შესახებ საფრანგეთში მცხოვრებმა მეგობრებმა შეატყობინეს.

გარდაცვლილი ნიკა ქირიას დედის, ფატიმა ლაგვილავას თქმით, მას თვითმკვლელობის მცდელობა, როგორც უთხრეს, ადრეც ჰქონდა, თუმცა გარდაცვლილის დედა თვითმკვლელობის ვერსიას უარყოფს.

“ჩემი შვილი თავს არ მოიკლავდა. ერთადერთი, რაც მინდა, ვისაც შეუძლია, დაგვეხმაროს გადმოსვენებაში. მეტი არაფერი მინდა”,-თქვა გარდაცვლილის დედამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100